Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




''დღე პირველი,დღე უკანასკნელი'' ანუ რეკვიემი მედიაში

ახალი წლების შემდეგ გონზე მოსვლასაც ვერ ვასწრებ, რომ უკვე სამსახურში ვარ. პროდიუსერი გადაღებაზე მგზავნის. მეუბნება, რომ მგლოვიარე ადამიანთან უნდა მივიდე და ჩავწერო ავტომაგისტრალთან მდებარე ბაზრობაზე გახშირებულ ავტოსაგაზაო შემთხვევებთან დაკავშირებით. მივდივარ და თან ვფიქრობ ღირს თუ არა ეს თემა საიმისოდ, რომ გამწარებულ ადამიანთან მიხვიდე მიკროფონით და დაუსვა შეკითხვა, რომელზე პასუხიც არაფერს მოგცემს სიუჟეტისთვის, მაგრამ თავში მიტრიალებს არგუმენტი, რომ ხალხს ტრაგედიები აინტერესებს. მივდივარ და იმ წუთას ადამიანი არ ვარ, რობოტი ვარ, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ პროდიუსერთან ''კარგ'' ტიპად წარმოჩინდეს. ''კარგ'' ტიპად, რომლისთვისაც მწუხარე ადამიანის გრძნობები და ტკივილი მეორეხარისხოვანია, მთავარია პროდიუსერმა შეგაქოს და სიუჟეტი ბევრმა ხალხმა ნახოს.


 

მივედი. მიკროფონს მანქანაში ვტოვ და ისე შევდივარ სახლში,სადაც მიცვალებული ასვენია. ჩემი შემართება სადღაც ქრება. იმ წუთას თავი გარდაცვლილის ახლობლების ადგილზე წარმოვიდგინე. მოდის ვიღაც ჟურნალისტი და გისვამს კითხვებს, მაშინ როდესაც გვამი ჯერ არც კი გაციებულა. აი ამ მომენტში ვიგრძენი ზიზღი, არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ზოგადად ჟურნალისტიკის. ამ მომენტში მივხვდი, რომ ეს იყო დღე პირველი და დღე უკანასკნელი, როდესაც ასეთ თემაზე ვიმუშავე. სინქრონი მაინც ჩავწერე, გარდაცვლილის ძმა ჩამეწერა. ძალიან დიდ ძალა დამჭირდა იმისთვის, რომ კომენტარის გაკეთება მეთხოვა ვინმესთვის.მაშინ არავინ იცოდა რად დამიჯდა ეს 20 წამიანი სინქრონი.


 

ეს შემთხვევა ყოველთვის მახსენდება, როცა მედიაში ტრაგედიების თემას ვაწყდები.


გასაგებია, რომ დიდი კონკურენციაა და შენ თუ არა სხვა გააკეთებს და შენ აღარავინ გიყურებას, წაგიკითხავს, მოგისმენს, მაგრამ ადამიანის ინტერესების დაკმაყოფილების არგუმენტით იკარგება სწორედ ადამიანი. არ მგონია საზოგადოებისთივს საინტერესო იყოს გარდაცვლილი მშობლის ვაება და მოთქმა.


ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება კითხვა, რა დოზით უნდა გააშუქოს მედიამ უბედური შემთხვევები, საჭიროა თუ არა მძიმე მომენტებში მგლოვიარეს ჩაწერა, რომელიც დიდი შანსია, რომ არაადეკვატურ განცხადებას გააკეთებს?


 

ადამიანების ტრაგედიების შოუდ გადაქცევა ქართული მედიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანკიერებაა . რეიტინგების ომში ადამიანური ტრაგედიებით მანიპულირება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და აღარავის უკვირს, მაგრამ სადამდე შეიძლება წავიდეს ეს თავაშვებულობა, ამ კითხვის დასმას ბოლო პერიოდში აღარ ერიდებიან, მაგრამ ცვლილებების მოსახდენად ქმედით ნაბიჯს არავინ დგამს. ისევ ისე შეუძლიათ ჟურნალისტებს მგლოვიარეებთან, ყვავილების და კუბოს თავსახურის ფონზე სინქრონის ჩაწერა. ისევ ისე შეუძლიათ დაკრძალვის კადრები გამოსვენებიდან ჩასვენებამდე ბოლომდე გადაიღონ და ა.შ


 

დარწმუნებული ვარ ის ჟურნალისტები, რომლებიც ამას აკეთებენ, თავადაც გრძნობენ, მორიდებას და სირცხვილს, მაგრამ თუ თვითონ არ გააკეთებენ, ასეთი კონკურენციის პირობებში, პროდიუსერი აუცილებლად იპოვის სხვას, ვინც გააკეთებს ამას. ამიტომ არ შეუძლიათ რიგით ჟურნალისტებს უარი თქვან ამ მანკიერებების ჩადენაზე.


 

პრობლემის სათავე უნდა ვეძიოთ ზედა ფენებში: პროდიუსერებთან, საინფორმაციოს ხელმძღვანლებთან, მედიასაშუალების მფლობელებთან და ა.შ


გიორგი დვალიშვილი, თსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი, IV კურსი


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.