Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




„აუდიტორია 115“, სტუდენტური თვითმმართველობა და ქართული მედია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბოლო დროს მიმდინარე დაძაბულმა მოვლენებმა, კარგად გამოკვეთა ქართული მედიასაშუალებების მანკიერი მხარეები. გარდა იმისა, რომ რიგმა ტელევიზიებმა დაგვიანებით დაიწყეს საკითხის გაშუქება, ასევე მიწოდებული ინფორმაცია იყო ბუნდოვანი და ფაქტობრივი შეცდომების შემცველი. საზოგადოების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებში გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ რეალურად არ ესმოდათ რას ითხოვდა „აუდიტორია 115_ის“ სტუდენტების დამოუკიდებელი ჯგუფი. გაუგებარი იყო, რატომ სურდათ კანცლერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა და ყველაზე მთავარი, სიტყვა „ოდეერი“ სრულიად უცნობი სიტყვა იყო საზოგადოების ნაწილისთვის, მისი განმარტება არცერთ მედიასაშუალებას არ მოსვლია აზრად.


აუცილებლად უნდა აღინიშნოს, „პირველი არხი“ და კერძოდ გადაცემა „რეალური სივრცე“ , რომელიც აქციის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად მართავდა გადაცემაში დისკუსიებს, სადაც მოწვეული ყავდათ, როგორც „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტების წარმომადგენლები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვიმმართველობის წარმომადგენლები, ლექტორები და საკითხში ჩახედული ადამიანები. „რეალური სივრცე“ გარდა საეთერო დროისა, აქტიურად ავრცელებდა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელში. თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება პირდაპირი მაუწყებლობა გაეკეთებინა უნივერსიტეტიდან ისეთ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც იყო 14 მარტის აქციის დროს, როდესაც უნივერსიტეტის ეზოში პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობდა.


„რეალურ სივრცესთან“ ერთად, „ლიბერალიც“ უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა უნივერსიტეტიდან და ცდილობდა, ობიექტურად ყოფილიყო წარმოჩენილი სტუდენტების ორივე ჯგუფი.


მთავარი გაურკვევლობა მედიაში მაინც მაშინ დაიწყო, როდესაც სტუდენტების დამოუკიდებელ ჯგუფთან ერთად, აქცია გამართა სტუდენტურმა თვითმმართველობამაც. ჟურნალისტები ვერ გაერკვივნენ, ვინ რატომ მართავდა აქციას და ისინი დაყვეს რექტორ ვლადიმერ პაპავას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. მაგალითად, „მოამბის“ წამყვანმა რამდენჯერმე უწოდა დამოუკიდებელი სტუდენტების ჯგუფს ვლადიმერ პაპავას მხარდამჭები. იგივე გაიმეორა „20/30“ _ის წამყვანმა და აღნიშნა, რომ სტუდენტები აქციას რექტორის მხარდასაჭერად მართავდნენ.


„აუდიტორია 115-ის“ სტუდენტების დამოუკიდებელი ჯგუფი თავის გამოსვლებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ისინი არ იყვნენ რექტორის მხარდამჭერები. ისინი წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს და მიაჩნდათ, რომ ამ ეტაპზე არასწორი იყო რექტორის გადადგომა.


ცალკე განსახილველია ტელეკომპანია „რუსთავი 2“. დამოუკიდებელი სტუდენტების აქციის დაწყებისას, ტელეკომპანიის დირექტორმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც სტუდენტებს მთავრობის მიერ მართულები უწოდა და პარლამენტარ გია ჟორჟოლიანთან კავშირზეც ისაუბრა. სოციალური ქსელები დღეს უკვე აღარ წარმოადგენს პირად სივრცეს და ტელევიზიის დირექტორისგან მსგავსი განცახდებები პირდაპირ აისახება ტელევიზიის ობიექტურობაზე და ვიტყოდი, რომ აისახა კიდეც.


„რუსთავი 2-ზე“ 14 მარტის აქციაზე გასულ სიუჟეტებში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო თვითმმართველობის აქციაზე. ჩანდა მხოლოდ მათი აქციის კადრები, უნივერსიტეტში შეჭრის კადრები და ის, თუ როგორ მოითხოვდნენ რექტორის გადადგომას. სიუჟეტში ვერ მოხვდა ვერცერთი კადრი, რომელშიც „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტები აყენებდნენ საკუთარ მოთხოვნებს.


„რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსსკრიპტუმში“, სტუდენტების აქციის შესახებ გასულ სიუჟეტში, ჟურნალისტი პირდაპირ უყენებს ბრალდებას „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტების აქციის ერთერთ ორგანიზატორ ლევან ლორთქიფანიძეს. კერძოდ, ის ლევანს აკავშირებს პარლამენტარ გია ჟორჟოლიანთან და ამით ცდილობს ის და შესაბამისად, აქციის სხვა მონაწილეებიც პოლიტიკური გავლენის მქონეებად წარმოაჩინოს. გარდა ამისა, ის არ ითხოვს ბრალდებაზე კომენტარს, თავად ლევან ლორთქიფანიძისგან.


საერთო ჯამში, მედიასა და ძირითადად, სატელევიზიო სივრცეში გასული სიუჟეტები იყო ბუნდოვანი და არასრული ინფორმაციის შემცველი. სიუჟეტებში არეული იყო კადრებისა და ტექსტების თანხვედრა. მაშინ როდესაც საუბარი იყო სტუდენტურ თვითმმართველობაზე, ხშირად კადრში ჩანდა დამოუკიდებელი სტუდენტური ჯგუფის აქცია და პირიქით. ფაქტობრივად, არ ჩანდა „აუდიტორია 115_ის“ მოთხოვნები, გარდა შოუებისა, რომელშიც პირდაპირ ეთერში აფიქსირებდნენ აზრს.


მედიამ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო უნივერსიტეტში მიმდინარე საკითხების გაშუქებას, თუმცა არაამომწურავი სიუჟეტებით.


შორენა ღვინიანიძე, სტუდენტი, აუდიტორია 115-ის წევრი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.