„საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ მეც მოვყვები ერთ პატარა ამბავს,
მოგვიანებით კიდევ უფრო მეტ საინტერესო რამეს გაგიზიარებთ კოლეგებთან
ერთად, მაგრამ სხვა ფორმატში.
ამ სქრინზე ჩანს "პირველი არხის" ვების რედაქტორთან, ირინა
დეკანოიძესთან ჩემი ბოლო მიმოწერა.
2024 წლის 19 აპრილს ფლორიდაში, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში შეკრებილ თანამოქალაქეებს. იმ დროს მეც იქ ვიყავი და შეკრების ორგანიზატორებს ამბის გავრცელებაში ვეხმარებოდი.
ემიგრანტების თხოვნით, ძალიან ამომწურავი ინფორმაცია (პრესრელიზის სახით), ფოტოები და ვიდეომასალა პირადად ირინა დეკანოიძეს გავუგზავნე.
ყველას გვეგონა, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არათუ
კეთილ ნებას გამოიჩენდა, არამედ, ვალდებულიც კი იყო, ემიგრანტებისთვის
დაეთმო ყურადღება, თუმცა, დეკანოიძისგან პასუხად მხოლოდ ეს დამცინავი
ემოჯი მივიღე -
ასეთი რეაქცია ძალიან გულსატკენი იყო ყველასთვის.
“საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” ანუ საზოგადოების ყველა წარმომადგენლის, მათ შორის ქართველი ემიგრანტების ტელევიზიიდან, წესით, ზუსტადაც რომ ხალხის ხმა უნდა ისმოდეს, - ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” იდეაც ხომ ეს არის, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საზმაუს ხალხისთვის არ სცალია.
ირინა დეკანოიძე იყო ის ერთ-ერთი რედაქტორი, რომელიც “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ჩემზე თავდასხმის ამბავს ბლოკავდა.
ამ თემის იგნორირება "მოამბის" თანამშრომლების ნაწილმა ხმამაღლა გააპროტესტა და მათ შორის იყო ვასილ მაღლაფერიძის კადრად მიჩნეული ჟურნალისტიც, მას უკითხავს: “რატომ არ ვაშუქებთ ჩვენს კოლეგაზე თავდასხმას? სხვა სააგენტოს ნიუსს რატომ უნდა ვდებდე ფეისბუქზე, მინდა, ჩვენი ვებგვერდის მასალა გავაზიაროო".
გაინტერესებთ, რა უპასუხა ირინამ? -
წნეხის შედეგად, ჩემზე თავდასხმა პირველად 10 საათის დაგვიანებით აჩვენეს "მოამბის" ეთერში.
29 ნოემბერს, 15 საათსა და 11 წუთზე აიტვირთა "პირველი არხის" საიტზე მასალა სათაურით - "დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა", სადაც გაკვრით ჩემზეც ეწერა.
აი, ასეთია "ხალხის არხი" დღეს.
დიახ, საზმაუ ნამდვილად იქცა "ჯი-დი-ესად" (GDS), ბიძინა ივანიშვილის კერძო ტელევიზიად, იმ განსხვავებით, რომ ბევრი სხვა პროექტის მსგავსად, ამჯერად ფულს ჩვენ ვიხდით ჩვენივე ჯიბიდან, მუსიკას კი მაინც ოლიგარქი უკვეთავს (Танцуют все).
ვიცი, მტკივნეულია ამის აღიარება, ჩემთვისაც მტკივნეულია, როგორც საზმაუს ყოფილი ჟურნალისტისთვის, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ! - საზმაუ დღეს არის GDS-ი, ანუ "ქართული ოცნების სტუდია", მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ბევრი ღირსეული და კეთილსინდისიერი ადამიანია, ვინც ამას არ ეგუება და შიგნიდან იბრძვის თამამად და შეუპოვრად!
მადლობა მათ გამბედაობისთვის!