TV პირველის ანგარიშებს ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას
მაუწყებლის მფლობელი ვატო წერეთელი ავრცელებს.
“არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს ! მაშინ,
როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის ! მაშინ, როცა ბიზნესს
წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს ! მაშინ, როცა არავინ იცის, რა
ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას !
მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ
ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს
ინფორმაცია მიაწოდონ.
ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი !
მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ! ტელეკომპანია
,,პირველს" ისევ ინკასო დაადეს ! გაოგნებული ვარ და სიტყვები არ
მყოფნის ! ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი
მედია !
გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს,
თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს
შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!!” - წერს ვატო წერეთელი ფეისბუკის
პირად გვერდზე.
დავალიანების გადაუხდელობის გამო, მაუწყებელს ინკასო დეკემბერშიც
დაედო. მაშინ ფინანსთა
სამინისტრომ "TV პირველთან" ერთად, "რუსთავი 2-ის", "კავკასიის",
ასევე, ერთი რეგიონული არხის ანგარიშებსაც დაადო.