20.03.2020
"Tv პირველთან" ერთად, ინკასო დაედო ტელეკომპანია "მთავარი არხის"
ანგარიშებსაც. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის
საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ დაწერა.
"მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს
ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ
გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობაა არა საჭირო და ინკასო დაადო ორ
ტელევიზიას, მთავარ არხს და ტვ პირველს", - წერს მელაძე სოციალურ
ქსელში.
შეგახსენებთ, იგივე შინაარსის სტატუსი დაწერა დღეს "Tv პირველის" მფლობელმა ვატო წერეთელმაც.