კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით
გაშუქების გამო, ტელეკომპანია „ბი ემ ჯის” სამართალდარღვევის ოქმი
შეუდგინა.
„კვლევის გამოქვეყნებისას ტელეკომპანიის მიერ დაირღვა საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის დამკვეთი, გამოკითხვის თარიღი, შესაძლო ცდომილების ფარგლები და ასევე, ფასიანია თუ უფასო გამოკითხვა,“ - აღნიშნულია ComCom-ის განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისიამ ამის გამო ტელეკომპანია „ბი ემ
ჯი“ სამართალდამრღვევად სცნო და სამართალდარღვევის ოქმს განსახილველად
სასამართლოს წარუდგენს.
ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები
წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო
გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე)
იღებს.