24.10.2024
„სასამართლოს გუშაგი“ წინასაარჩევნო დავების სასამართლო პროცესების
მონიტორინგის შუალედურ მიგნებებს
აქვეყნებს. მონიტორინგში ჩართული 33 მოხალისე-დამკვირვებელი 20
აგვისტოდან - 20 ოქტომბრის პერიოდში 43 სხდომას (ჯამში - 36 საქმე)
დააკვირდა. საქმეები ეხებოდა მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური რეკლამის
განთავსებასაც.
როგორც „სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავს, მოსამართლეები თითქმის ყველა
შემთხვევაში იზიარებდნენ ცესკო-ს ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
პოზიციას.
„არსებობს მაგალითები, როდესაც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა მხარის ძირითად არგუმენტზე, რაც კითხვებს აჩენს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით“.
წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული დავები განსახილველად 20-ზე მეტ მოსამართლეს დაეწერა.