28.02.2022
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „კიბეროპერაციაში“ საერთაშორისო ჰაკერთა მოძრაობა „ანონიმუსი“ მონაწილეობს. ჯგუფი მსოფლიოს სხვა ჰაკერებს რუსულ ვებგვერდებზე კიბერთავდასხმებისკენ მოუწოდებს.
- „ანონიმუსს“სოციალურ ქსელში ოფიციალური ანგარიში არ აქვს. ჯგუფის აქტივობების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ანგარიშით ვრცელდება. მათ შორისაა @YourAnonNews, რომელსაც „ტვიტერზე“ ამ დროისთვის 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ვებგვერდები, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად გათიშეს:
„ანონიმუსის“ სახელით:24 თებერვალი
- რუსეთის სამთავრობო ვებგვერდები: kremlin.ru - ახლანდელი სტატუსი: მუშაობს
- governement.ru -Â ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი mil.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
- რუსეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის ვებგვერდი fas.gov.ru ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
- რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება RT.com - ახლანდელი სტატუსი: მუშაობს
- რუსული ინტერნეტ პროვაიდერების ვებგვერდები: com2com.ru, ptt.ru , sovam.com - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია; relcom.ru - მუშაობს
- რუსული კომპანია „გაზპრომის“ ვებგვერდი gazprom.com - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
- გამოქვეყნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზა
- გამოაქვეყნეს ბელარუსული იარაღის მწარმოებლის Tetraedr-ის 200გბ მოცულობის ელექტრონული ფოსტის მისამართები
- ჩეჩნეთის სამთავრობო ვებგვერდი chechnya.gov.ru ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
- გამორთეს ციფრული სერვისების Tvingo Telecom-ის სისტემიდან გაზის მიწოდება.
- მედიასაშუალება mos.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
- რუსეთი საბაჟო სამსახურის ვებგვერდი customs.gov.ru ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
- რუსეთის ფედერაციის საჯარო სერვისების პორტალი gosuslugi.ru - ახლანდელი სტატუსი: მუშაობს
- რუსეთის საპენსიო ფონდის ვებგვერდი pfr.gov.ru - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
- ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი Mil.by - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
- ბელარუსის სამხედრო სამრეწველო კომიტეტის ვებგევრდი Vpk.gov.by - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია
- ბელარუსის კომუნიკაციისა და ინფორმატიზაციის სამინისტროს ვებგვერდი Mpt.gov.by - ახლანდელი სტატუსი: გათიშულია