კიევის ტელეანძაზე იერიშის დროს უკრაინელი ოპერატორი დაიღუპა
02.03.2022
კიევის სატელევიზიო ანძის დაბომბვის შედეგად Live TV-ის ოპერატორი დაიღუპა. ინფორმაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 1 მარტს ანძის დაბომბვას ტელევიზიის ოპერატორი ევგენი საკუნი ემსხვერპლა.

„ჩვენ გლოვობთ მის დაკარგვას და ვიძიებთ გარემოებებს. ჟურნალისტების მიზანში ამოღება ომის დანაშაულია“, -წერს ორგანიზაცია „ტვიტერზე“.

უკრაინულმა მხარემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალების მხრიდან კიევის სატელევიზიო და რადიო ანძაზე იერიშს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

RSF-ის ინფორმაციით, 26 თებერვალს უკრაინაში 2 დანიელი ჟურნალისტი დაჭრეს.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ