კიევის გარეუბანში რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს
13.03.2022
კიევის გარეუბანში რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი და კინორეჟისორი ბრენტ რენო მოკლეს. დაჭრილია 2 კორესპონდენტი.


ამერიკელი ჟურნალისტისა და დოკუმენტური კინორეჟისორის, 50 წლის ბრენტ რენოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინელმა პოლიციის ოფიცერმა ანდრეი ნებიტოვმა გაავრცელა. მისივე თქმით, დაჭრილია კიდევ ორი კორესპონდენტი.

alt

პოლიციელმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ დაჭრილები შემთხვევის ადგილიდან უკვე გამიყვანეს და ახლა დედაქალაქის საავადმყოფოში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

ნებიტობის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ ბრენტ რენოს თან ჰქონდა New York Times-ის პრესის ბარათი. გამოცემის რედაქტორი კლიფ ლევი ტვიტერზე წერს, რომ რენო ტაიმსთან 2015 წლამდე თანამშრომლობდა და უკრაინაში გამოცემის დავალებით არ წასულა.

alt


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ