15.03.2022
დეტალები
რუსეთის პროსახელიფუფლებო არხზე, საინფორმაციო პროგრამა “სივოდნიას” წამყვანის ქვეყნიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Varlamov News-მა ტელეგრამით გაავრცელა.გილდეევა, რომელიც არხზე 16 წლის განმავლობაში მუშაობდა ამბობს:
- “ ჯერ ქვეყანა დავტოვე, რადგან მეშინოდა, რომ არ გამიშვებდნენ, შემდეგ დავწერე [სამსახურის დატოვების შესახებ] წერილი.”
წამყვანის შესახებ
45 წლის ლილია გილდეევა “ენ ტე ვეზე” 2006 წლიდან მუშაობდა, მანამდე მას გადაცემები რამდენიმე რეგიონულ არხზე მიჰყავდა.ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისგან მადლობა ორჯერ მიიღო:
- 2008 წელს - “რუსეთის ფედერაციაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ინფორმაციული მხარდაჭერისა და აქტიური სოციალური მუშაობისთვის”
- 2021 წელს - "მედიის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის“.
კონტექსტი
უკრაინაში შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ, რუსეთში ომის შესახებ მიიღეს კანონი, რომლითაც:- სამხედრო მოქმედებების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის განზრახ გავრცელება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, ან 15 წლამდე, თუკი მიიჩნევა, რომ მას „მძიმე შედეგები მოჰყვება “.
- „ყალბ ინფორმაციად“ რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს ყველაფერს, ომის შესახებ, რაც რუსეთის ოფიციალური წყაროებიდან არ მოდის.