ადვოკატი ამბობს, რომ რუს ჟურნალისტს ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ
15.03.2022
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის თანამშრომელ მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც ომის საწინააღმდეგო ბანერით პირდაპირ ეთერში შეიჭრა, ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ.


ტელეგრამის არხზე გავრცელდა ადვოკატ ანტონ გაშინსკისთან ერთად სასამართლოში გადაღებული მარინა ოვსიანიკოვას ფოტო.

„ნოვაია გაზეტა“ ადვოკატზე დაყრდნობით, წერს, რომ "პირველი არხის” თანამშრომლის საქმის მოკვლევა ოსტანკინსკის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო და მას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ.

მარინა ოვსიანიკოვას ადგილსამყოფელი  მისი გუშინდელი პერფორმანსის ამ დრომდე გაურკვეველი იყო.



რა მოხდა
  • 14 მარტს, მარინა ოვსიანიკოვა, რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის - „პირველი არხის” რედაქტორი, არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით და ბანერით შეიჭრა - „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“.
  • მალევე გავრცელდა ვიდეო მიმართვა, სადაც ოვსიანიკოვა ამბობს რომ რცხვენია, რადგან წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდით იყო დაკავებული და ხალხს ატყუებდა.
 
ვრცლად ამ თემაზე: გაურკვეველია რუსეთის პირველი არხის თანამშრომლის ადგილსამყოფელი

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ