15.03.2022
- ტელეკომპანიის შიდა წერილის მიხედვით, რომელიც ტვიტერზე გავრცელდა, 55 წლის შაშევსკი კიევის ოლქში, სოფელ ჰორენკაში დაიღუპა.
- ის 14 მარტს დაჭირლ რეპორტიორთან ბენჯამინ ჰოლთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს.
- შაშევსკი უკრაინაში თებერვლიდან მუშაობდა.
"ფოქს ნიუსი" სამძიმარს უცხადებს ოპერატორის ოჯახს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაჭრილი რეპორტიორი ბენჯამინ ჰოლი კვლავ საავადმყოფოშია, კრიტიკულ მდგომარეობაში. მას მრავლობითი დაზიანება აქვს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
დამატებითი ინფორმაცია
პიერ შაშევსკი ომის ფოტოგრაფი იყო, რომელიც "ფოქსისთვის" საერთაშორისო ამბებს ერაყიდან, ავღანეთიდან და სირიიდან აშუქებდა. შაშევსკი უკრაინაში თებერვლიდან იმყოფებოდა. 2021 წელს, ავღანეთის თალიბანის რეჟიმის დროს, მან დიდი როლი ითამაშა "ფოქსის" ადგილობრივი კორესპონდენტებისა და მათი ოჯახების ქვეყნიდან გამოყვანაში.უკრაინაში ომის გაშუქებისას დაიღუპნენ ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო და Live TV-ის უკრაინელი ოპერატორი ევგენი საკუნი.
ამ თემაზე: უკრაინაში დაიღუპულია Fox News-ის ჯგუფთან მომუშავე ჟურნალისტი