15.03.2022
15 მარტს საღამოს, პირველი არხის რედაქტორი სასამართლომ დამნაშავედ სცნო რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეორე ნაწილის მე-20.2 მუხლის მიხედვით. ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არასანქცირებული შეკრების, მიტინგის ან დემონსტრაციის, მსვლელობის გამართვას ან პიკეტირებას გულისხმობს.
- ეს ჯარიმა ეხება 14 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ჟურნალისტი უკრაინაში რუსეთის შეჭრას დანაშაულს უწოდებს.
- პირველი არხის რედაქტორს ბრალი წაუყენეს ამ 20.2 მუხლის მეორე პუნქტით, რაც გულისხმობს საჯარო ღონისძიების ორგანიზებას ან გამართვას შესაბამისი ნებართის გარშე
- ეს პუნქტი ითვალიწინებს: 20 000-დან 30 000 რუბლამდე, ან იძულებითი სამუშაოთი 50 საათამდე ან ადმინისტრაციული წესით დაკავებას ვადით 10 დღემდე.
- რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ოვსიანკოვას მოქმედებას "ხულიგნობა" უწოდა.
- რუსეთის მედიის ცნობით, გრძელდება გამოძიება მის მიერ ეთერში გამოტანილ პლაკატზეც, ომის საწინააღმდეგო წარწერით.
კონტექსტი
- პირველი არხის რედაქტორი 14 მარტს, რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით და ბანერით შეიჭრა - „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ".
- მალევე, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც რუსეთს აგრესორს უწოდებს, ომს უკრაინაში - კი დანაშაულს.
- ოვსიანკოვა რუსეთის პოლიციამ მალევე დააკავა.
- 14 მარტს, საღამოს, მისი დაკავებისშემდეგ ოვსიანკოვას ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში გაურკვეველი იყო.