საერთაშორისო ამბები

რუსი სამხედროების „დისკრედიტაციისთვის“ მარინა ოვსიანიკოვას 50 000 რუბლამდე ჯარიმა ემუქრება
ავტორი : მედიაჩეკერი;
რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის პირველი არხის ყოფილ რედაქტორს - მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შეიჭრა, მოსკოვის სასამართლომ ახალი საქმე აღძრა. ინფორმაციას ნოვაია გაზეტა სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსი სამხედროების „დისკრედიტაციის“ გამო, რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3. მუხლის მიხედვით, ოვსიანიკოვას 30 000-დან 50 000 რუბლამდე ჯარიმა ემუქრება

მარინა ოვსიანიკოვას საქმეზე სასამართლო სხდომა 14 აპრილს 15:30 საათზეა ჩანიშნული.

ვრცლად: მოკლედ: რას ამბობს „ფეიკების“ შესახებ ახალი რუსული კანონი?

კონტექსტი


ამავე თემაზე: რუსული სამთავრობო არხის რედაქტორი 280$-ით დააჯარიმეს
25.03.2022
ბეჭდვა