Meta 1.3 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს - რა ხდება
22.05.2023
ინფორმაციის კონფიდენციალურობის მარეგულირებელმა Meta Facebook-ის ევროკავშირის მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის აშშ-ში გადატანისთვის რეკორდული, 1.3 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. კომპანია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

რა ვიცით

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის მიერ გამოცხადებული ჯარიმა, ერთ-ერთი ყველაზე დიდია, მას შემდეგ, რაც ევროკავშირში მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ ახალი კანონი აამოქმედა.

  • მარეგულირებლის განცხადებით, კომპანიამ ვერ შეასრულა ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აშშ-ში გაგზავნილი მონაცემები საკმარისად არ იყო დაცული ამერიკული ჯაშუშური სააგენტოებისგან.

2020 წლის ევროპის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ტრანსატლანტიკური შეთანხმება, რომელიც საშუალებას აძლევს უამრავ კომპანიას გადაეტანა მონაცემები ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის.

  • გადაწყვეტილებამ გაურკვევლობა გამოიწვია ბიზნესებისთვის, რომლებიც ეყრდნობიან ციფრული ინფორმაციის შეუფერხებლად გადაცემას მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იყო Meta.
  • ლუქსემბურგის იუსტიციის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შეთანხმება, რომელიც ცნობილია როგორც Privacy Shield, არ შეესაბამება კონფიდენციალურობის ევროპულ უფლებებს.
  • Privacy Shield, რომელიც შეიქმნა 2016 წელს, საშუალებას აძლევდა ბიზნესს ევროკავშირსა და აშშ-ში უფრო ადვილად გადაეტანა მონაცემები ორ რეგიონს შორის. ამ სისტემას 5000-ზე მეტი კომპანია იყენებდა.

2022 წლის მარტში აშშ-სა და ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას ახალი ჩარჩოს პრინციპებზე, რათა უზრუნველყონ ტრანსატლანტიკური მონაცემების თავისუფალი ნაკადი.

  • ჯერ უცნობია რას ითვალისწინებს ახალი ჩარჩო და როგორ განხორციელდება ის.

გადაწყვეტილება

  • ჯარიმის გარდა, კომისიამ Meta-ს ხუთი თვე მისცა, რათა შეწყვიტოს მომხმარებელთა ინფორმაციის გადატანა აშშ-ში.
  • “ფეისბუქს ევროპაში მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ გადაცემული პერსონალური მონაცემების მოცულობა დიდია. უპრეცედენტო ჯარიმა ძლიერი სიგნალია ორგანიზაციებისთვის, რომ სერიოზულ დარღვევას მოჰყვება შედეგები”, - მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ.

რას ამბობს Meta


კომპანიის განცხადებით, გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, მათ შორის, დაუსაბუთებელ და არასაჭირო ჯარიმას, და მოითხოვენ სასამართლოს მეშვეობით ბრძანებების შეჩერებას.

  • Meta თქმით მონაცემთა გადაცემა ფუნდამენტურია და აღნიშნავს, რომ საზღვრებს გარეთ მონაცემების გადაცემის შესაძლებლობის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ მოქალაქეებს არ შეუძლიათ წვდომა ბევრ საზიარო სერვისზე.
  • “იმ დროს, როდესაც ინტერნეტი ირღვევა ავტორიტარული რეჟიმების ზეწოლის შედეგად, თანამოაზრე დემოკრატიებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა ხელი შეუწყონ და დაიცვან ღია ინტერნეტის იდეა”.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ