30.05.2023
- დაკარგულად ითვლება 14 ჟურნალისტი, გაიტაცეს 21, დაჭრილია 18.
- ომის დაწყებიდან დღემდე დაბომბეს 16 სატელევიზიო ანძა, დაფიქსირდა ჟურნალისტზე თავდასხმის 37 შემთხვევა.
ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე 59 ჟურნალისტი დაიღუპა.
- 10 პროფესიული მოვალეობის შესრულებისას;
- 13 რუსეთის თავდასხმის დროს;
- 36 მათგანი კი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.
ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიული საქმიანობისას დაიღუპნენ:
- ევგენი საკუნი - ტელეკომპანია LIVE–ის ოპერატორი (დაიღუპა 1 მარტს კიევში სატელევიზიო ანძაზე რუსული სარაკეტო შეტევის დროს).
- ბრენტ რენო - ჟურნალისტი და კინორეჟისორი (რუსმა ჯარისკაცებმა ესროლეს 13 მარტს).
- პიერ ზაკრჟევსკი - Fox News-ის ოპერატორი (14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში ცეცხლი გაუხსნეს).
- ალექსანდრა (საშა) კუვშინოვა - Fox News-ის პროდიუსერი ( 14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში ზაკრჟევსკისთან ერთად იმყოფებოდა, როცა ცეცხლი გაუხსნეს).
- ოკსანა ბაულინა - რუსი ჟურნალისტი The Insider-ისთვის. (23 მარტს კიევის დაბომბილ პოდილსკის რაიონს იღებდა, რა დროსაც რუსეთის ძალებმა ტერიტორია კიდევ ერთხელ დაბომბეს).
- მაქსიმ ლევინი - ფოტორეპორტიორი (დაიკარგა 13 მარტს, ფოტოგრაფის ცხედარი კიევთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში 1 აპრილს ნახეს).
- მანტას კვედარავიჩიუსი - ლიეტუველი რეჟისორი და დოკუმენტალისტი. (რუსმა ოკუპანტება მაშინ მოკლეს, როცა ის ქალაქ მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა).
- ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი - ფრანგული არხის BFMTV-ის ჟურნალისტი (2023 წლის 30 მაისს ლუგანსკის რეგიონს იღებდა, რა დროსაც ტერიტორია დაბომბეს).
- ბოჰდან ბიტიკი - იტალიური გაზეთ La Repubblica-ს პროდიუსერი (დაიღუპა 2023 წლის 26 აპრილს ხერსონში რუსეთის თავდასხმის შედეგად).
- არმან სოლდინი - Agence France-Presse-ს (AFP) ვიდეორეპორტიორი (2023 წლის 9 მაისს რუსეთის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა).
რჩევები უკრაინაში ომის გაშუქებისთვის