08.11.2022
რა პრობლემაა?
ახალ გამოწვევებს შორის უმთავრესი სოციალური ქსელების გავლენაა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე. Სამედიცინო ჟურნალ Jama Network-ის კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტად ეჯაჭვებიან ადამიანები სოციალურ ქსელებს, მით უფრო უმძაფრდებათ დეპრესიის სიმპტომები.მოკლედ, რა პრობლემებს იწვევს სოციალური ქსელები?
- შფოთვა და დეპრესია
- შიში, რომ რაღაცას გამოტოვებ
- არასრულფასოვნების განცდა
- პროდუქტიულობის შემცირება
- ძილის რეჟიმის დარღვევა
- დამოკიდებულება ონლაინ სივრცეზე
Instagram-ის შიდა კვლევა
2021 წელს “The Wall Street Journal”-მა გაასაჯაროვა “ინსტაგრამიდან” გამოჟონილი შიდა კვლევა, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რა გავლენას ახდენს ამ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ფოტოები, ვიდეოები ახალგაზრდებსა და მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ასევე რა დროს ატარებენ სოციალურ ქსელში და რა მოსწონთ.- კვლევების თანახმად, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ახალგაზრდების (თინეიჯერების) 40% თავს არამიმზიდველად “ინსტაგრამის” გამო გრძნობს, რაც ზრდის კვებითი აშლიობების მქონე პაციენტების რაოდენობას. ასევე, შფოთვისა და დეპრესიული ეპიზოდების გახშირებას.
- იმ გოგოების 32%-ს, რომელთაც არ მოსწონდათ თავიანთი სხეული, “ინსტაგრამმა” თავი უფრო ცუდად აგრძნობინა. იგივეა ამერიკელი ბიჭი თინეიჯერების 12%-ის შემთხვევაშიც.
- დამატებით, ერთ-ერთ შიდა ანგარიშში, ნახსენებია, რომ თინეიჯერები ამერიკიდან (6%) და ბრიტანეთიდან (13%) სუიციდურ ფიქრებს სწორედ ამ აპლიკაციას უკავშირებენ.
მონაცემთა ანალიტიკოსი, ქესი ონილი “Al Jazeera”-სთან სოციალური ქსელების ალგორითმებზე საუბრისას ამბობს, რომ “ისინი ძირითადად მომხმარებელთა ჩართულობაზე არიან ორიენტირებული ალგორითმი არ აკვირდება კონტენტის ხარისხს ან იმას, რომ კონკრეტულმა ფოტო/ვიდეომ შეიძლება ვინმეს ავნოს, მათთვის მთავარია, რომ დღის განმავლობაში უფრო დიდხანს შეინარჩუნოს აქტიური ანგარიში.”
მასალების ერთ ნაწილში, “ინსტაგრამი” აღწერილია როგორც “სოციალური შედარებების” პლატფორმა. აქ იგულისხმება, ის, რომ ახალგაზრდები ხშირად საკუთარ სხეულსა და ცხოვრების წესს ცნობილი ადამიანების, მოდელების ან მათი სხვა თანატოლების ცხოვრებას ადარებენ. მათ შორის არსებული განსხვავებები კი თინეიჯერებს თავს “არასაკმარისად” აგრძნობინებს.
დამატებით, ამ თემაზე წაიკითხეთ BeReal - ახალი აპლიკაციის აღმასვლა სოციალურ მედიაში.
FOMO
Fear Of Missing Out (FOMO) - არის შიში, რომ რაღაცას გამოტოვებ და ამავდროულად, სურვილი, რომ მუდმივად იცოდე რას აკეთებენ სხვები. ტერმინი პირველად 2004 წელს გაჩნდა, თუმცა მისი აქტიური გამოყენება 2010 წლიდან დაიწყეს, ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ფეისბუკი გლობალური ქსელი გახდა.კვლევების თანახმად, FOMO-ს სინდრომი დაკავშირებულია სოციალურ მედიასთან და იწვევს:
- ძილის პრობლემებს, რადგან ადამიანი, რაც უფრო მეტად ეჯაჭვება სოციალურ ქსელებს, მით უფრო ნაკლები დრო რჩება ძილისთვის. ეს ასევე, დამატებით იწვევს მხედველობის პრობლემებს.
- სტუდენტების პროდუქტიულობისა და აკადემიურ პროცესებში ჩართულობის შემცირებას.
- ახალგაზრდები FOMO-ს მაღალი მაჩვენებლით ნაკლებად ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაშიც ფიზიკური აქტივობა იგულისხმება.
- დამატებით, მათ უჭირთ, კონცენტრაცია ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა ქუჩის გადაკვეთა, ორიენტირება და სხვა.
მოკლედ, სოციალურ ქსელებზე
Პირველი სოციალური ქსელი SixDegrees.com 1997 წელს შეიქმნა და საერთო ინტერესების მქონე, დაახლოებით 3.5 მილიონ ადამიანს აერთიანებდა.- 2022 წლის მონაცემებით 100-ზე მეტი სოციალურ ქსელი არსებობს, მათ მთლიანობაში 4.74 მილიარდი მომხმარებელი ყავსთ, ეს კი მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტია.
- კოვიდ პანდემიის პერიოდში, ახალი 190 მილიონი ანგარიში შეიქმნა, რაც ძირითადად, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამსახურების დისტანციური ფუნქციონირებით აიხხსნება.
- “DataReportal”-ის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი (66%) ინტერნეტმომხარებელი იქნება, ამ ეტაპზე ეს რიცხვი 63.5%-ა.
რიცხვებში:
სოციალურ ქსელებს შორის ყველაზე მეტი მომხმარებელი Facebook-ს (2 934
მილიარდი), Youtube-ს(2 515 მილიარდი), Whatsapp-სა (2 მილიარდი) და
Instagram-ს (1 386 მილიარდი) ჰყავს.
- Მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მეხუთედი იყენებს “ინსტაგრამს”, მესამედზე მეტი, “ფეისბუქს”, მეათედზე მეტი, “ტიკ-ტოკს”.
- 18-24 წლამდე ადამიანების ყველაზე დიდი ნაწილი 31,2% “ინტაგრამს" იყენებს.
- 91%-ს აქვს საკუთარი ტელეფონი.
- 87% იყენებს სოციალური მედიის აპლიკაციებს
- 31%-ს უნახავს უხამსი ან დამთრგუნველი, ასაკისთვის შეუსაბამო
კონტენტი.
“Ნიუ-იორკ თაიმსში” სოციალური ქსელების გახშირებულ მოხმარებასთან
დაკავშირებულ სტატიაში, ექიმი ჯონ ჰეიტნერი ამბობს, , რომ თუ ტელეფონს
მეგობრებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ, კარგია მოზარდთა სოციალური
განვითარებისთვის, თუმცა ახალი კვლევის თანახმად დადგინა, რომ
ახალგაზრდები თანატოლებთან ონლაინ ურთიერთობას მხოლოდ 20 წუთს
უთმობენ. დროის უმეტეს ნაწილს კი ვიდეოებია და გადაცემების ხარჯვასა
და ვიდეოთამაშებში ხარჯავენ.
კავშირი სოციალურ ქსელებსა და მენტალურ აშლილობებს შორის
“კვებითი აშლილობის ეროვნულ ასოციაციის” წარმომადგენელი, ჩელსი კრონენგოლდი “ნიუ-იორკ თაიმსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “სოციალური ქსელები არ იწვევს კვებით აშლილობას, თუმცა მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ მის ჩამოყალიბებას”.ასოციაციამ ჩაატარა რამდენიმე კვლევა სოციალური ქსელისა და კვებითი აშლილობის ჩამოყალიბების რისკებზე და დაადგინეს, რამდენიმე ძირითადი კავშირი:
- სხეულის ობიექტივიზაცია - სოციალური ქსელების ფოტოებზე “მოწონებებისა” და კომენტარების რაოდენობა ხშირად ადამიანთა სოციალურ როლებს განსაზღვრავს, რაც სხვებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის დამთრგუნველია, ამკვიდრებს ერთგვარ “სილამაზის სტანდარტებს”, რაც თინეიჯერებს თავს არასაკმარისად კარგად აგრძნობინებს.
- შედარება - თინეიჯერები თავის სხეულსა და ცხოვრებას ხშირად ადარებენ მათ ვისაც სოციალურ მედიაში ადევნებენ თვალს ("ინფლუენსერებს", ვლოგერებს, მოდელებს თუ სხვა), მათი ფოტოები კი ხშირად დამუშავებულია, ასევე ისინი მოგზაურობენ ე.წ “სპონსორის” დახმარებით და ფაქტობრივად, მათთვის ეს ერთგვარი სამსახურია,თინეჯერებს კი ხშირად ეს მათი რეალური ცხოვრება ჰგონიათ.
- თუ სოციალურ ქსელში ფიტნესის გვერდებს ადევნებთ თვალს, აუცილებლად ნახავდით “მანამდე-მერე” (before-after) შედარებულ ფოტოებს, ამან კი შეიძლება წაახალისოს თინეიჯერების სურვილი რომ საჭიროების მიუხედავად დაიკლონ წონაში.
დამოუკიდებელი არაკომომერციული ორგანიზაცია, Helpguide.com, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობაზე მუშაობს, ადამიანებს ინფორმაციას აწვდის იმაზე თუ, როგორ გაიუმჯობესონ მენტალური მდგომარეობა.
- მათ კვლევაზე დაყრდნობით, სოციალური ქსელების ხშირი გამოყენება, ზრდის, მარტოობის განცდას, ასევე შფოთვებსა და სუიციდურ ფიქრებს.
- თუმცა, მეორე მხრივ, ინტერნეტს დიდი როლი აქვს სუიციდის პრევენციისა და ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებისთვის, რადგან აქ არსებობს ღიად საუბრის საშუალება და ხელმისავწდომია მასალები თითქმის ყველა მენტალურ პრობლემაზე.
- ამავდროულად, სოციალური ქსელები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შლის ისეთ პოსტებს, რომლებიც სუიციდისკენ მოწოდებას შეიცავს.
რა არის გამოსავალი?
სოციალური მედიის მკვლევარი, ექიმი ისაბელ გერაგრდი ამბობს, რომ “მოზარდებსაც და ზრდასრულებსაც ექმნებათ პრობლემები სოციალური ქსელების გამოყენებით, თუმცა ეს არის ჩვენი მოცემულობა, თინეიჯერებისთვის მისი გამოყენების სრულიად აკრძალვა გამოსავალი არ არის და მათ სწორი გამოყენება უნდა ვასწავლოთ”.ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავე ქსელი, Cone Health აქვეყნებს 7 პრინციპს იმისთვის, რომ სოციალური ქსელი სწორად გამოვიყენოთ, რათა მას ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე არ ჰქონდეს გავლენა:
- იმის ნაცვლად, რომ გაუაზრებლად ამოძრაოთ სიახლეების ველი, დააკვირდით რას ნახულობთ სოციალურ ქსელში
- უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ მეგობრებთან რეალურ კომუნიკაციას.
- დააწესეთ დროის ლიმიტი სოციალური ქსელებისთვის.
- გამოიწერეთ ისეთი გვერდები, რომლებიც გახალისებთ
- დაძინებამდე არ გამოიყენოთ სოციალური ქსელები
- გარეთ, მეგობრებთან კომუნიკაციის დროს, არ გამოიყენოთ ტელეფონი, ეცადეთ ნამდვილ ურთიერთობებს დაუთმოთ დრო
- თუ შეამჩნევთ, რომ სოციალური ქსელების გამოყენება ცუდად აისახება თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე, აიღეთ შესვენება და დროებით გააუქმეთ ანგარიში.
- იმისთვის, რომ თქვენი შვილები დაიცვათ სოციალურ ქსელში, პირველ რიგში, თავად უნდა შეისწავლოთ ეს ქსელები.
- მოიძიეთ ასაკობრივი ლიმიტი თითოელი ვებგვერდისთვის, ძირითადად ეს 13 წელს ზემოთაა.
- შეამოწმეთ, რომ ანგარიში რომელიც თქვენს შვილს აქვს იყოს დაცული და ფოტოები მიუწვდომელი უცხოთათვის, ასევე, შეამოწმეთ, რომ მოზარდს სადმე მითითებული არ ჰქონდეს მისამართი, მობილურის ნომერი, სკოლის სახელი
- იზრუნეთ, რომ მოზარდი სოციალურ ქსელებში არ “დაუმეგობრდეს” უცნობებს
- შეარჩიეთ რთულადგამოსაცნობი პაროლი და გააფრთხილეთ, რომ არ გაუზიაროს სხვებს
- ესაუბრეთ გულწრფელად
- დააწესეთ კონკრეტული დრო სოციალური ქსელების გამოყენებისთვის