„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ჟურნალისტის უფლებების გზამკვლევი - „მე
ვარ ჟურნალისტი“ გამოაქვეყნა.
გზამკვლევი აერთიანებს ინფორმაციას ჟურნალისტის ზოგადი, ფიზიკური ხელშეუხებლობის, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის უფლებების შესახებ. მასში საუბარია იმ უფლებებზეც, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისთვის საჭირო უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს ქმნის. დოკუმენტში განხილულია ჟურნალისტის უფლებებიც შეკრება-მანიფესტაციის დროს.
ჟურნალისტებისთვის შექმნილ გზამკვლევში ცალკე თავი ეთმობა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და მასზე რეაგირების მექანიზმებს.
დოკუმენტში საუბარია ჟურნალისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შეტყობინებისა და მათთვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო სამართლებრივი გზით ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე.
ჟურნალისტებისთვის შექმნილ გზამკვლევში თავმოყრილია ინფორმაცია მათი საქმიანობის დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზეც.
ჟურნალისტის უფლებების გზამკვლევი - „მე ვარ ჟურნალისტი“