ინტერნეტში რეკლამისთვის პოლიტიკური პარტიები უმეტესად არა ონლაინ
მედიას, არამედ ფეისბუკს მიმართავენ. ამას ადასტურებს საარჩევნო
სუბიექტების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი
დოკუმენტები.
“ქართული ოცნების” ფინანსური ანგარიშგების მიხედვით,
რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის
მონაცემებს მოიცავს და ასახულია კონტრაქტები, რომლებიც ივლისიდან არის
გაფორმებული, ინტერნეტ რეკლამაში მმართველმა პარტიამ, ჯამში,
689,825 ლარი დახარჯა.
ინტერნეტ რეკლამისთვის გამოყოფილი თანხის 44%, 300 ათას ლარზე მეტი,
“ქართულმა ოცნებამ” ფეისბუკისთვის გამოიყენა. დარჩენილი თანხით კი
სარეკლამო მომსახურება 39 ონლაინ მედიასაშუალებაში შეისყიდა.
აუდიტის სამსახურში წარდგენული დოკუმენტების მიხედვით, ონლაინ მედიაში
რეკლამისთვის დახარჯული თანხის 30%-ზე მეტი “ქართულმა ოცნებამ” ერთ
მედია ჰოლდინგში გამოიყენა: ვებგვერდებზე -
www.ipn.ge, www.palitravideo.ge, www.allnews.ge, www.bpn.ge,
www.intermedia.ge, www.ambebi.ge, www.shin.ge - მმართველმა პარტიამ
121 ათას ლარამდე ღირებულების სარეკლამო მომსახურება
შეისყიდა.
10 კომპანიაზე ნაწილდება “ქართული ოცნების” მიერ
ონლაინ მედიაში საარჩევნო რეკლამისთვის დახარჯული თანხის 65%.
კომპანია “აირეგიონთან”, რომელიც აერთიანებს
ვებგვერდებს - www.ipress.ge, www.ibusiness.ge, www.iregions.ge,
www.imtarvroba.ge - მმართველმა პარტიამ 31 ათასი
ლარის ღირებულების სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა;
“პირველთან” (www.pia.ge, www.dijest.pia.ge) -
16,668 ლარის ღირებულების;
“კვირა+”-თან (www.kvira.ge, www.region.kvira.ge) -
14,018 ლარის ღირებულების კონტრაქტი. ათეულში შედიან
“რეპორტიორი” (www.reportiori.ge, www.qartuliazri.ge),
www.primetime.ge, www.accentnews.ge და 2 რეგიონული ონლაინ
მედიაორგანიზაცია - www.newpress.ge (იმერეთი) და www.speqtri.ge
(კახეთი).
იმ მედიაორგანიზაციების სრული ჩამონათვალი, რომლებთანაც საარჩევნო
პერიოდში ინტერნეტრეკლამის მომსახურება შეიძინა “ქართულმა ოცნებამ”
შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში, რომელიც აუდიტის სამსახურში წარდგენილი
ფინანსური ანგარიშგების მიხედვითაა შედგენილი და მოიცავს 2020 წლის 1
სექტემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს:
ცხრილი#1: ონლაინ მედიასაშუალებები, სადაც "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო რეკლამა განათავსა:
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ
ინტერნეტრეკლამაში მათ ჯამში 336,381
ლარი დახარჯეს.
საერთო თანხის მხოლოდ 5,5% გამოიყენა ყოფილმა სახელისუფლებო
პარტიამ ონლაინ მედიაში და ამ თანხით მხოლოდ 8
მედიასაშუალებაში განათავსა რეკლამა და ყველა მათგანი რეგიონული
კომპანიაა.
ცხრილი #2: ონლაინ მედიასაშუალებები, სადაც ენმ-მ საარჩევნო რეკლამა
განათავსა (წყარო: აუდიტის სამსახური):
320 ათას ლარამდე ღირებულების სარეკლამო შესყიდვა განახორციელა
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ფეისბუკისგან, ანუ ყოფილმა
მმართველმა პარტიამ ინტერნეტრეკლამის ბიუჯეტის 94.5%
ფეისბუკში მიმართა.
კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპულმა
საქართველომ” ინტერნეტრეკლამაში 672,911 ლარი დახარჯა. ამ
თანხის 90%-ზე, ანუ 600 ათას ლარზე მეტი
აღნიშნულმა პარტიამ “ფეისბუკში” რეკლამისთვის დახარჯა.
ინტერნეტრეკლამის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი “ევროპულმა
საქართველომ” შპს “დიჯიტალ ინტერ მედიას” გადაუხადა (ამ
კომპანიის დამფუძნებლებს შორის არიან: თეიმურაზ უგულავა, კობა
დავარაშვილი, არჩილ კახიძე, ირაკლი ასანიშვილი, ზურაბ გუმბარიძე,
ირაკლი ბურძგლა და დევი გვახარია).
ინტერნეტრეკლამაში დახარჯული თანხის მხოლოდ 2%-ით შეიძინა
“ევროპულმა საქართველომ” სარეკლამო მომსახურება შემდეგი
ონლაინ მედიასაშუალებებიდან:
ცხრილი #3: ონლაინ მედიასაშუალებები, სადაც “ევროპულმა საქართველომ” საარჩევნო რეკლამა განათავსა (წყარო: აუდიტის სამსახური):
აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეებმა” ინტერნეტრეკლამაში 34,446 ლარი დახარჯა და ეს თანხა თითქმის სრულად ფეისბუკში რეკლამისთვის გამოიყენა.
ცხრილი #4: კომპანიები, სადაც “მოქალაქეებმა” ინტერნეტ
რეკლამა განათავსა (წყარო: აუდიტის სამსახური):
ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის მიხედვით, გასული წლის აგვისტოდან (როცა ბიბლიოეთეკაში ჩაირთო საქართველოს მონაცემები) დღემდე საქართველოდან 1,097,848 აშშ დოლარის ღირებულის პოლიტიკური რეკლამა განთავსდა ფეისბუკში