04.05.2023
მსგავსი ქსელი, საქართველოს გარდა, გამოვლინდა ვენესუელაში, ირანში, ჩინეთში, აშშ-ში, ბურკინა ფასოსა და ტოგოში.
რა ვიცით?
როგორც Facebook-ის კვარტალურ ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის უკან მყოფი ადამიანები თავიანთი რეალური ვინაობების დაფარვას ცდილობდნენ, გამოძიებამ მიაგნო ამ ქსელის კავშირს საქართველოს მთავრობის სტრატკომთან.
- ქსელი ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ავრცელებდა მთავრობის მხარდასაჭერ კონტენტს, აზიარებდა ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიების პოსტებს.
- ყალბი ანგარიშები პროსამთავრობო ნარატივის პოპულარიზებასა და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
- ყალბი ანგარიშები დაკავებული იყო ოპოზიციის კრიტიკით, განსაკუთრებით კი “რუსული კანონის” საწინააღმდეგო პროტესტისა და აქციების დროს.
Facebook-ის მონაცემებით, მხოლოდ ამ ქსელმა დაახლოებით $33 500 დახარჯა კონტენტის რეკლამირებისთვის.
- ქსელი რამდენიმე აპლიკაციის, მათ შორის Facebook, Instagram და TikTok-ის მეშვეობით ორიენტირებული იყო შიდა აუდიტორიაზე.
რა არის კოორდინირებული არაავთენტური ქცევა?
Meta კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევად განიხილავს, როცა რამდენიმე გვერდი, ჯგუფი, პირადი ანგარიში ერთობლივად მუშაობს და საზოგადოება მათი ვინაობის შესახებ შეცდომაში შეჰყავთ.
- იშლება როგორც ყალბი, ასევე რეალური ანგარიშები, რომლებიც არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევაში მონაწილეობენ.
Facebook-ს აქამდეც წაუშლია საქართველოდან გვერდებს არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამო.
- 2020 წელს Facebook-მა 900-მდე ანგარიში წაშალა, რომელთა უმრავლესობა (790) კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ მედიაკომპანია "ესპერსონას" უკავშირდებოდა.
- ასევე, წაიშალა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 80 გვერდი, 23 ფეისბუკის მომხმარებელი, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამის ანგარიში.
- 2021 წელს Facebook-მა ქართულ მარშთან დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 34 ანგარიში წაშალა.