თეგები : შესწორება; ყალბი ინფორმაცია;
გარდიანი სარედაქციო წერილში იტყობინება, რომ მათ ვებსაიტზე
გამოქვეყნებული სტატიები ყალბი აღმოჩნდა. წყაროებმა, რომლთა
„ინტერვიუებიც“ მასალებს ერთვოდა, თქვეს, რომ ჟურნალისტთან ამ თემებზე
არასოდეს უსაუბრიათ. სტატიები გარდიანის კონტრიბუტორის ჯოსეფ მეიტონის
მიერ იყო მომზადებული.„მეიტონმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, იმისა, რომ ეს ინტერვიუები ნამდვილად შედგა. ჩვენ დავიქირავეთ დამოუკიდებელი fact-checker (ადამიანი, რომელიც ფაქტებს ამოწმებს), რის შედეგადაც დადგინდა, რომ ინტერვიუების ნაწილი ფაბრიკაცია იყო. ორ შეხვედრას, რომელზეც მეიტონმა სტატია მოამზადა, ორგანიზატორების თქმით, ის არ დასწრებია, ხოლო წყაროთა ნაწილმა, რომელთა ინტერვიუებიც სტატიებში იყო გამოყენებული, თქვეს, რომ მათ არასოდეს უსაუბრიათ ამ ჟურნალისტთან“.
მეიტონი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ გარდიანი ტყუის: „ინტერვიუთა ნაწილი ჩაწერილია რამდენიმე თვის ან ერთი წლის წინ. მართალია, მე არ ვინახავდი საუბრების აუდიოჩანაწერებს, მაგრამ ინტერვიუები არასოდეს გამიყალბებია“.
წყარო: http://www.theguardian.com/commentisfree/2016/may/26/open-door-column-note-to-readers