BBC-მ არასწორად გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს Daily
Mail - ის ჟურნალისტები 2011 წლის სატელეფონო მოსმენების სკანდალში
იყვნენ ჩართული, რამაც ბრიტანული გამოცემის News of the World-ის
დახურვა გამოიწვია. არასწორი ინფორმაცია, BBC-ის რადიო 4-ისა და BBC
World Service-ის მიერ 7 ივნისს გაჟღერდა.
შეცდომა Daily Mail-ის რედაქტორის პოლ დეიკრის თანადებობიდან წასვლის
შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში გაჟღერდა, რომელიც ახლა გამოცემის
მთავარი რედაქტორი იქნება.
შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, BBC-მ საბოდიშო წერილი გაავრცელა:
"გასული ღამის ახალ ამბავში, რომელიც Daily Mail-ის რედაქტორის პოლ
დეიკრის თანამდებობიდან წასვლას ეხებოდა, რომელსაც ეს პოსტი ბოლო 26
წლის განმავლობაში ეკავა, შეცდომით იყო აღნიშნული, რომ Daily Mail-ის
ზოგიერთი ჟურნალისტი 2011 წლის სატელეფონო მოსმენების სკანდალში იყო
გარეული. ვაღიარებთ, რომ ეს სიმართლე არ არის და ბოდიშს ვუხდით პოლ
დეიკრს და მთლიანად Daily Mail-ს” - , ნათქვამია BBC-ის
განცხდებაში.
წყარო: Imediaethics.org