თეგები : გამოტოვებული თემები;
5 სექტემბერს, დღის საათებში, ვაკეში მომხდარი მკვლელობა იმავე დღის
მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა იყო. ერთადერთი
გადაცემა, რომელმაც თემა საერთოდ არ გააშუქა, GDS- ის 2030 იყო.ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა რეგიონულ ჟურნალისტებთან - ამ თემაზე დაახლოებით 19 წუთიანი მასალა ამავე საინფორმაციო გამოშვების მეორე ამბად გავიდა.
„ბიძინა ივანიშვილის გზავნილები“ - ამგვარად დასათაურებულ მასალაში ვრცლად იყო მიმოხილული ივანიშვილის მიერ სხვადასხვა თემაზე გაკეთებული განცხადებები, ცალკე მასალად ვიხილეთ თემის „პოლიტიკური შეფასებები“, ასევე, მოკლე კადრ-სინქრონის სახით გავიდა სიახლე, ყოფილი პრემიერის რეგიონში ვიზიტისას, ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებული საპროტესტო აქციის შესახებ.
