ეთიკა

"პანორამას" მშენებლობაზე მუშის გარდაცვალება ქრონიკის მთავარ გამოშვებაში არ გაშუქდა
თეგები : გამოტოვებული თემები;
23 თებერვალს ifact-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა “თბილისი პანორამას” გოლფის მოედანის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. პანორამა თბილისი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.

შემთხვევა 21 იანვარს მოხდა, თუმცა ამ დრომდე მუშის გარდაცვალების შესახებ არ გამხდარა ცნობილი. 23 თებერვალს კი ეს ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2-სა” და “TV პირველისგან” განსხვავებით, არ მოხვდა ტელეკომპანია “იმედის” 23 თებერვლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი მთავარი საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.
24.02.2018
ბეჭდვა