თეგები : გამოტოვებული თემები;
რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედიის” შვილობილი NTV Plus
საქართველოს ტელებაზარზე შემოდის. NTV Plus-ის პარტნიორი საქართველოში
შპს „მედია ჯგუფია“. ეს უკანასკნელი 2017 წლის სექტემბერში
დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50%–ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%–ს კი
– გულნარა ხეჩოშვილი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 10 აპრილს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში ანგარიში
წარადგინა.ანგარიშის მიხედვით, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ პროპაგანდისტულ მედიაკამპანიას.
NTV Plus-ის საქართველოს ტელებაზარზე შემოსვლა მაუწყებლებისთვის ერთ-ერთი ძირითად თემა იყო, რომელიც მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გააშუქეს. გამონაკლისი აღმოჩნდა ტელეკომპანია „იმედი“, - საკითხი „ქრონიკის“ 20:00 საათიან გამოშვებაში ვერ მოხვდა. "იმედს"ეს თემა არც დღის სხვა გამოშვებებში გაუშუქებია.