ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს. დღიდან, 5
სექტემბრიდან, ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი
არხის ტრანსლირება განხორციელდება.აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი 4 სექტემბერს დაუდასტურდა. მაუწყებლის ინფორმაციით, ტელევიზიაში შესაბამისი ზომები გატარდა და ამ დროისთვის ტელევიზია დაკეტილია. მიმდინარეობს როგორც ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა, ასევე მისი ინფიცირების წყაროს მოძიება.
ტელევიზიის 300-ზე მეტი თანამშრომელი ტესტირებას გაივლის და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმატით გააგრძელებს მაუწყებლობის აჭარის ტელევიზია.