ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
“მთავარი არხის” ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, უცნობმა
პირებმა ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს.
შემთხვევა იმერეთში მოხდა.“ეს იყო გატაცება. აპარატურის გატაცება მოხდა ოპერატორის თვალწინ. ოპერატორი ავტომობილიდან 7-8 მეტრში იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობი პირი ელვისებური სისწრაფით მანქანასთან მივიდა, კარი გამოაღო და ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა წაიღო“, - განაცხადა ირაკლი ვაჩიბერაძემ “მთავარი არხის” ეთერში.
შინაგან საქმეთა სამინსტროს პრესსამსახურში “მედიაჩეკერს“ უთხრეს, რომ “მთავარ არხის” ტექნიკა ნაპოვნია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.