საქართველო

„პუბლიკას“ ჟურნალიზე დავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმის საქმე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია “მედიაჩეკერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"პუბლიკას" ჟურნალისტს, რომელიც 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე ინიციდენტს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონი დაუმტვრიეს. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს კი აგრესიულად განწყობილმა პირმა ჟურნალისტს ფეხი დაარტყა.

ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება თავდაპირველად მხოლოდ ერთი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მედიასამართლის იურისტები ამ ფაქტს “დაცინვად” აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიება სამი მუხლით უნდა დაწყებულიყო.

ამ თემაზე იხილეთ: 'დაცინვაა' - მედიასამართლის იურისტი 'პუბლიკას' ჟურნალისტის საქმის კვალიფიკაციაზე

მოგვიანებით კი საქმეს კიდევ ერთი - 154-ე მუხლი დაემატა, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
04.11.2020
ბეჭდვა