საქართველო

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროკურატურასა და საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდებს


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 28 ნოემბერს - 1 დეკემბერს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდებს.


1 დეკემბრის ღამით პროევროპულ აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ: 

როგორც ქარტია წერს, მიიღეს დამატებითი ინფორმაცია 28-30 ნოემბრის პერიოდში დაშავებული მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის შესახებაც: 

ამავე დღუს აქციაზე ფიზიკურად იძალადეს “რადიო თავისუფლების” რეპორტიორ დათო ქორიძეზეც.

30 ნოემბერს დაშავებული გერმანელი ჟურნალისტი, დომინიკ რაიხერტი კი, აქციას რუსული პროპაგანდისტული არხის, „რაშა თუდეისთვის“ აშუქებდა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ის ჰოსპიტალიზებულია თხემის ძვლის მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით ტვინის გარსში.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე მის წევრობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ. 

წინა დღეებში დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ ვრცლად იხილეთ მასალებში:

 
01.12.2024
ბეჭდვა