07.11.2022
რა ხდება?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული მედიის 16 წარმომადგენელის სახელით, ევროპულ სასამართლოს მიმართავს.საია ოთხ მუხლზე დავობს და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მიმართ დაირღვა:
- ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა),
- მე-10 (გამოხატვის თავისუფლება),
- მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება)
- მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები.
რომელი ჟურნალისტების სახელით მიმართავს საია ევროპულ სასამართლოს?
- მირანდა ბაღათურია,
- თამთა კახაბერიძე,
- რატი წვერავა,
- ნინო ვარძელაშვილი,
- დეა მამისეიშვილი,
- ქეთევან ციცქიშვილი,
- ლევან ბრეგვაძე,
- გურამ მაისურაძე,
- ლუკა პერტაია,
- ლუკა ხაჩიძე,
- ირაკლი ბახტაძე,
- ვახტანგ ქარელი,
- ლევან კალანდია,
- გუგა დვალიშვილი
მოსარჩელეთა შორისაა ლექსო ლაშქარავას დედაც, რომელიც სარჩელს შვილის სახელით წარადგენს.
"ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული. აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც", — წერია საია-ს განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ: რა წერია 5 ივლისის შესახებ, ევროკავშირის განცხადებაში?
კონტექსტი
- 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
- დაშავებულებს შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
- ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.