ვიდეო
კატეგორია - ვიდეო


„მოამბის“ წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში არხის მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრასა და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. 

„სოლიდარობა მზია ამაღლობელს“

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წამყვანი მეორე კვირაა „მოამბეს“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორისთვის სოლიდარობის გამოცხადებით იწყებს. 

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, პროტესტის ეს ფორმა ბუნებრივად დაიბადა, რადგან ფიქრობდა, რომ მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის ერთხელ დაფიქსირებით სიმკვეთრეს ვერ გადმოსცემდა:

„პირველი, რაზეც ვფიქრობ, არის ის, რომ ჩემს განცხადებებს და მოქმედებებს დადებითი შედეგი მოყვება. ერთი კუთხით, ის რომ საზოგადოება დაინტერესდება მაგალითად, ჩემი განცხადებით, რატომ შეიძლება არ პასუხობდეს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობაზე ვფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მაქსიმალური ყურადღება იქნება მიპყრობილი ამ საქმისადმი და ყველა ეცდება გაერკვეს, რასთან გვაქვს საქმე. იმ უსამართლობას, რომელსაც, ჩემი აზრით, ადგილი აქვს მზია ამაღლობელის მიმართ, შესაბამისი პასუხი გაეცემა და სამართალი იზეიმებს“. 

როგორც ივანოვ-ჩიქოვანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი მაუწყებლის თანამშრომლებს კატეგორიების მიხედვით ხვდება, მასთან მსგავსი შეხვედრა კი ინდივიდუალურად გაიმართა.

„გასული  კვირის პარასკევს, უკვე ეთერი როცა დამთავრდა, ჩვენმა HR-მა დამირეკა და მითხრა, რომ გენერალურ დირექტორს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. შედგა ასეთი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა არხის იურისტი, ასევე ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (HR), საინფორმაციოს უფროსი და გენერალური დირექტორი. მანდ იყო საუბარი, თუმცა კონკრეტულად ამ სოლიდარობაზე არაფერი არ ყოფილა“.


„სამუშაო პროცესი საზოგადოებრივ მაუწყებელში“

როგორც „მოამბის“ წამყვანი ამბობს, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკში დილის დაგეგმვა და სამუშაო თათბირები არ იმართება.

„ნიუსრუმში დილის დაგეგმვა არ იმართება. არ იმართება შემდეგ განხილვა, რას ვაკეთებთ კარგად, რას ვაკეთებთ ცუდად. არ იმართება სამუშაო თათბირები, შესაბამისად, ის რომ მე რაღაც, ოფიციალური შესაძლებლობა მქონდეს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ან მოსაზრებები, არ მაქვს…როდესაც არ არის სამუშაო პროცესი, ბევრი ადამიანისთვის რთულია, მოიქცეს ესე რომ იპოვოს ადამიანი, მაგალითად, უფროსი და მასთან ილაპარაკოს იმის შესახებ, რომ მოთხოვოს რაღაც“.

ცენზურა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, არხზე შექმნილია ვერტიკალი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს, რაც საინფორმაციო ველის შეზღუდვას იწვევს.

„როდესაც არ არის ასეთი დემოკრატიული განხილვის მექანიზმი და ყალიბდება კონკრეტული ვერტიკალი, აქ უკვე ინფორმაცია იზღუდება. შესაბამისად, ეს შეიძლება ჩაითვალოს ცენზურად, რომ ჩვენ ვერ ავსახავთ კონკრეტულად საზოგადოების დღის წესრიგს“.

ვალის მაღლაფერიძე - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

ივანოვ-ჩიქოვანის შეფასებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს ეკისრება. 

„ვასილ მაღლაფერიძე იყო ადამიანი, რომელიც თავის დროზე, ტელევიზიაში გენერალურ დირექტორად დაინიშნა. შემდეგ უკვე გენერალური დირექტორობიდან წავიდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ. ეს თანამდებობა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების  არგუმენტით დატოვა და შემდეგ იგი პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია. ხოლო, საბჭომ - თავმჯდომარედ…უპირველესი პასუხისმგებლობა, რა საკვირველია, ვასილ მაღლაფერიძეს ეკისრება, იმიტომ რომ სამეურვეო საბჭო ვალდებულია, თუ რაიმე არ მიდის ისე მაუწყებელში, სათანადო შეფასება მისცეს.

არაჯანსაღი მდგომარეობა ტელევიზიაში

„მოამბის“ წამყვანი ტელევიზიის თანამშრომლებს შორის არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობაზეც საუბრობს.

„გიდასტურებთ იმას, რასაც სხვა თანამშრომლები ამბობენ, რომ კი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ესეთი დამოკიდებულება, პირადი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ მეც დამინახავს, რაღაც შემთხვევაში ჩავრეულვარ კიდევაც. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც უნდა იყოს სამსახურში“.

საგანგებო ეთერი

........................................................................................................................................

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის დათმობისა და მენეჯმენტის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. 2025 წლამდე ტელევიზია „საგანგებო ეთერის“ ფორმატში პროევროპული აქციის მონაწილეებსა და მომხრეებს გარკვეულ დროს უთმობდა, თუმცა მაუწყებელმა ეს ფორმატი ახალი წლიდან შეწყვიტა. 
........................................................................................................................................

„ეს ეთერი, როგორც გენერალურმა დირექტორმა მე მითხრა, იყო კეთილი ნება. ამ საზოგადოებას იგი არ მოუპოვებია, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ეს ეთერი და ეს ფორმატი არ იყო გამზადებული, ბადეში რომ ჩაშვებულიყო. ეს ფორმატი ჩაეშვა ბადეში მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქცია გაიმართა“. 

როგორც „მოამბის“ წამყვანი აღნიშნავს, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კანონით ბევრი რამ ევალება, რისი შესრულებაც ახალ შებობაში გადასვლის მოტივით ვერ ხერხდება.

ამ ვითარებიდან მაუწყებელი უფრო ძლიერი გამოვა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, არხზე მომუშავე კეთილსინდისიერი ადამიანების წყალობით, ამ ვითარებიდან, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უფრო ძლიერი გამოვა.

„ვიცი, რომ კომუნისტების დროს ხერხდებოდა ეს. ვიცი, რომ ყველა შემდეგი ხელისუფლების დროს ხერხდებოდა, მიუხედავად წნეხისა, ზეწოლისა, ცენზურის მცდელობების, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მაინც შეძლო შეენარჩუნებინა ეს იდეა. ყოველთვის ეს კეთილსინდისიერი ადამიანები ახერხებდნენ, რომ ცენზურის პირობებშიც კი, რაღაც სინათლის სხივი გაეშვათ მაყურებლის მიმართულებით და მგონია, რომ ეს უფრო და უფრო მეტად  გაძლიერდება. ამ ვითარებიდან მგონია, რომ მაუწყებელი უფრო ძლიერი გამოვა“. 



კატეგორია - ვიდეო



სოსო კაციტაძე და თამარ მშვენიერაძე „მედიაჩეკერთან“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მნიშვნელობასა და ტელეკომპანიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საუბრობენ.

„ვისურვებდი, რომ კარგი „საზოგადოებრივი მაუწყებელი” არსებობდეს ამ ქვეყანაში და პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, იმ ამბებს, რომლებიც ნამდვილად ხდება საზოგადოებაში”,- სოსო კაციტაძე

„„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გაჯანსაღების პროცესი უნდა დაიწყოს შიგნიდან“, - თამარ მშვენიერაძე

ტელეკომპანიასთან 30 ნოემბრიდან მოქალაქეები მართავენ საპროტესტო აქციებსაც.

 

კატეგორია - ვიდეო


არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ კი 9 ოქტომბერს, პირველი არხის გადაცემა „42-ე პარალელის“ სტუდიაში, დასხდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე და ისაუბრეს თემაზე “მედია და არჩევნები”.

მოისმინეთ ნინია კაკაბაძის  ვლოგში.

 
კატეგორია - ვიდეო


26 ოქტომბრის არჩევნების გაშუქებისას უბნებთან მყოფი პირები და საარჩევნო კომისიის წევრები მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მინდია გაბაძე და თეო ქავთარაძე „მედიაჩეკერთან“ ჟურნალისტებისთვის შექმნილ მტრულ სამუშაო გარემოზე საუბრობენ.

არჩევნების დღეს მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით მიმდინარეობს


 
კატეგორია - ვიდეო


 „მედიაჩეკერი“ არჩევნების დღეს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევებზე ინფორმაციის მოგროვებას აგრძელებს.

კატეგორია - ვიდეო



„დღეს დამოუკიდებელი მედია საქართველოში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას.“

OC Media-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე



„ძალიან მნივნელოვანია, რომ საზოგადოებამ მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი აზრი და თქვას, როგორი სახელმწიფო უნდა - თავისუფალი, დემოკრატიული საელმწიფო, სადაც თავისუფალი მედია და სიტყვის თავისუფლება დაცულია, თუ სახელმწიფო, რომელიც ძალიან გავს რუსეთს, ბელარუსს და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებს…“

ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი




„ახლა გვაქვს შესაძლებლობა, ყველა წავიდეთ არჩევნებზე, გავაფერადოთ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩვენ გვინდა და ამით მივაღწიოთ იმას, რომ გადავარჩინოთ ამ ქვეყნის ისტორიული მისია.“

ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი

„ამ [რუსული] კანონით „ქართული ოცნება" გეგმავს, რომ გააქროს საერთოდ კრიტიკული მედია."

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტი, ნინო რამიშვილი

 
კატეგორია - ვიდეო


„ძალიან მნიშვნელოვანია, მედიამ გაზარდოს ლიდერი ქალების ხილვადობა."
მოუსმინეთ, საერთაშორისო ექსპერტს, ლოლიტა ციგანე

 
კატეგორია - ვიდეო


26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

მედია საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

არსებითი მნიშვნელობა აქვს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვასაც, რადგან მედია ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მთავარი წყაროა.


„მნიშვნელოვანია, მედიამ უზრუნველყოს წინასაარჩევნო გარემოს საინფორმაციო ველის ისე წარმართვა, რომ შექმნას არჩევნების მშვიდობიან, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარების წინაპირობა."

კატეგორია - ვიდეო

დღეს, 10 სექტემბერს თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მოითხოვეს, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება არ მოხდეს.

აქციაზე მოქალაქეები ჟურნალისტის მხარდამჭერი პლაკატებითა და გზავნილებით იყვნენ მისულები: „სოლიდარობა აფგან სადიგოვს“, „შეწყდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია“, „საქართველო გაზზე არ იყიდება“.

კატეგორია - ვიდეო


აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 3 და დაიჭრა 12 ჟურნალისტი.

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას რუსეთის სამხედრო აგრესიას ემსხვერპლნენ: სტან სტორიმანსი [ტელეკომპანია RTL-ის ოპერატორი], გიგა ჩიხლაძე [ტელეკომპანია „ალანიას“ ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიო RFI-თვის მუშაობდა] და ალექსანდრ კლიმჩუკი [ITAR-TASS-ის ფოტორეპორტიორი].

2008 წლის ომს აშუქებდნენ ქართველი ჟურნალისტები, მათ შორის იყვნენ დავით ქაშიაშვილი და გიორგი კეპულაძე, რომლებიც „მედიაჩეკერთან“ აგვისტოს მოვლენებს იხსენებენ.








კატეგორია - ვიდეო


„ჟურნალისტების პროფესიული ეთიკა და დილემები“, - კონფერენციის მომხსენებლები: ნინო ჯაფიაშვილი, „რადიო თავისუფლების დირექტორი“ და ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკას“ დირექტორი.




linked icon styling WI