ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მედია პროფესიული სტანდარტების
დაცვის თვალსაზრისით, არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. გარდა
ეთიკური ჟურნალისტიკის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა,
როგორიცაა სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, საერთაშორისო
გაიდლაინები მედიას მოუწოდებენ დაიცვას სიფრთხილე ტერმინოლოგიის
გამოყენებისას, ფოტო/ვიდეო მასალის შერჩევისას, სტატისტიკური
მონაცემების გამოქვეყნებისას, დაფიქრდეს ინფიცირებული რესპონდენტების
იდენტიფიცირებისა და პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების
საჭიროებაზე, არ გახდეს რასისტული, დისკრიმინაციული დისკუსიისა და
სიძულვილის ენის წამახალისებელი, არ მოახდინოს ადამიანების
სტიგმატიზება. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია
დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას,
ინფორმაციის გადასამოწმებლად განსაკუთრებული ძალისხმევა გაიღოს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, პროგრამის „მედია
გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG)
ფარგლებში, რომელსაც IREX ახორციელებს USAID-ის მხარდაჭერით, მოამზადა
სახელმძღვანელო წესები მედიისთვის, COVID-19-ის გაშუქებასთან
დაკავშირებით.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ვიზუალური ქარდებით - რას უნდა მივაქციოთ
ყურადღება კორონავირუსის თემაზე მუშაობისას
იხილეთ გზამკვლევი სრულად
დააკლიკეთ ქარდებს ⇓
ახალი კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების პარალელურად,
COVID-19-ის შესახებ არაერთი კონსპირაციული თეორია გაჟღერდა
გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ კონსპირაციას
ამავე თემაზე იხილეთ: ყველაზე გავრცელებული კონსპირაციული თეორიები
კორონავირუსის შესახებ
ჯანდაცვის ისეთი გლობალური კრიზისის პირობებში, როგორიცაა
პანდემია, მედიის პასუხისმგებლობა, მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია,
კიდევ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაცული იყოს მედიაორგანიზაციებში
დასაქმებული ადამიანების შრომის, ფიზიკური და ფსიქიკური
უსაფრთხოება
გთავაზობთ
რამდენიმე მარტივ წესს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო მუშაობის
უზრუნველსაყოფად
ეს წესები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევში, რომელიც საქართველოს
ჟურნალისტური ეთკის ქარტიის მიერ არის მომზადებული
იხილეთ გზამკვლევის ეს ნაწილი
იხილეთ რეკომენდაციების ვიზუალიზაცია
ბოლოს კი, ტაძრის ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ მდგომარეობის
შედარებისთვის BBC-იმ ინტერაქციული ფოტოები გამოიყენა. რამაც
მკითხველს შესაძლებლობა მისცა შეედარებინა ტაძრის გარე ფასადი
ხანძრამდე და ხანძრის დროს, ასევე ენახა, როგორ გავრცელდა ცეცხლი
სახურავის ერთი ნაწილიდან მეორეში და როგორ გამოიყურებოდა ნოტრ-დამი
შიგნიდან ერთი წლის წინ, წირვის მიმდინარეობისას, და ხანძრის ჩაქრობის
შემდეგ.
-----
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, იგივე ნოტრ -დამს, ცეცხლი 15 აპრილს
გაუჩნდა. ხანძარს ასობით მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის
განმავლობაში აქრობდა. მომხდარის შედეგად სრულად განადგურდა ტაძრის
სამრეკლო, თუმცა გადარჩა მასში დაცული რელიკვიები და ტაძრის
მნიშვნელოვანი ნაწილი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ნოტრ-დამს
რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. ტაძრის
აღდგენისთვის გამოცემა Time-ის ცნობით, ამ ეტაპზე თითქმის $1 მილიარდი
აშშ დოლარი შეგროვდა.
გასული, მძიმე 2017 წლის შემდეგ, რთული აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის
2018 წელიც. ორგანიზაციის „კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად“ (CPJ)
მონაცემებით, წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 53
ჟურნალისტი დაიღუპა. ასევე 2018 წელს, მოკლეს კიდევ 23 რეპორტიორი,
რომელთა შემთხვევაშიც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია მკვლელობის მიზეზი იყო
თუ არა მათი პროფესიული საქმიანობა, 61 დაიკარგა, 251 კი
დააპატიმრეს.
2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა
აღმოჩნდა. ცნობილი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი თურქეთში, საუდის არაბეთის
საკონსულოში მოკლეს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიურო ამტკიცებს,
რომ The Washington Post-ზე სვეტების ავტორი და გავლენიანი ჟურნალისტი
საუდის არაბეთის პრინცის დავალებით მოკლეს.
2018 წელს 9 ჟურნალისტი ემსხვერპლა ავღანეთში, ქაბულში ორმაგ ტერაქტს.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ჟურნალისტების გარემოცვაში იმ დროს
აიფეთქა, როცა მედია პირველ ტერორისტულ თავდასხმას აშუქებდა. 30
აპრილს ამ თავდასხმას 9 ჟურნალისტი შეეწირა.
წელს ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანებად ჟურნალისტები
დაასახელა. „მცველები“ ასე უწოდა გამოცემამ რეპორტიორებს, რომლებიც
თავისუფალ სიტყვას იცავდნენ, მიუხედავად მათზე თავდასხმებისა. მათ
შორის იყო ჯამალ ხაშოგი, აშშ-ში ერთ-ერთ რედაქციაში შეჭრილი პირის
მიერ მოკლული 5 ჟურნალისტი, ფილიპინებში პრეზიდენტისგან დევნილი და
დაპატიმრებული მარია რესა და სხვები.
„მედიაჩეკერი“ ორგანიზაციის „კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად“
მიხედვით, 2018 წელს დაღუპული ჟურნალისტების შესახებ გთავაზობთ
მონაცემებს .