ნოტრ-დამის ხანძარი გრაფიკებითა და ინტერაქციული ფოტოებით BBC-ზე
19.04.2019
საფრანგეთში, 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებული თემა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ ცეცხლის გაჩენის წუთიდან მოყოლებული მისი რესტავრაციის საკითხით დამთავრებული, არაერთხელ გააშუქა. თუმცა ერთ-ერთი სტატია, რომელიც BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სხვა მედიასაშუალებების კონტენტისგან განსხვავებული და ონლაინ მკითხველისთვის ვიზუალურად მარტივად აღქმადი აღმოჩნდა.

ნოტრ-დამის ხანძრიდან მეორე დღეს BBC-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "ნოტრ-დამი: ხანძრის ისტორია გრაფიკებსა და ფოტოებში".  ფოტოკოლაჟებით, გრაფიკული გამოსახულებითა და ინტერაქციული ფოტოებით ნოტრ-დამის ხანძრის ისტორია BBC-იმ განსხვავებულად გადმოსცა და აუდიტორისთვის ვიზუალურად უკეთესად აღქმადი გახადა.

თავდაპირველად, მედიასაშუალებამ 7 ფოტოში, კონკრეტული დროის მითითებითა და თანდართული აღწერით, ტაძარში ცეცხლის გავრცელების არეალი ასახა.

alt


შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის 3D გამოსახულების საშუალებით ონლაინ მკითხველისთვის ახსნილი იყო ნოტრ-დამის შენობის რომელ ადგილებს მოედო ცეცხლი და რომელი ნაწილები გადარჩა და განადგურდა.

 
alt


ნოტრ-დამის გარე ფასადზე ცეცხლის კერისა და მისი გავრცელების დეტალური ვიზუალიზაციის შემდეგ BBC-იმ ტაძრის შიგნით გადაღებულ ფოტოებზე გადაინაცვლა. თითოეულ ფოტოზე გაშიფრული იყო დეტალები დაზიანებული და გადარჩენილი ნივთების შესახებ.

alt

ცალკე ფოტო დაეთმო ტაძრის ალმოდებული ჭერის განხილვას.

alt
 
 
BBC-იმ მკითხველს  ტაძრის სამრეკლოს  ჩამონგრევის ქრონოლოგიური ფოტოკოლაჟიც შესთავაზა.

 
alt



ბოლოს კი, ტაძრის ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ მდგომარეობის შედარებისთვის BBC-იმ ინტერაქციული ფოტოები გამოიყენა. რამაც მკითხველს შესაძლებლობა მისცა შეედარებინა ტაძრის გარე ფასადი ხანძრამდე და ხანძრის დროს, ასევე ენახა, როგორ გავრცელდა ცეცხლი სახურავის ერთი ნაწილიდან მეორეში და როგორ გამოიყურებოდა ნოტრ-დამი შიგნიდან ერთი წლის წინ, წირვის მიმდინარეობისას, და ხანძრის ჩაქრობის შემდეგ.

 

 

  



-----

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, იგივე ნოტრ -დამს, ცეცხლი 15 აპრილს გაუჩნდა. ხანძარს ასობით მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა. მომხდარის შედეგად სრულად განადგურდა ტაძრის სამრეკლო, თუმცა გადარჩა მასში დაცული რელიკვიები და ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ნოტრ-დამს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. ტაძრის აღდგენისთვის გამოცემა Time-ის ცნობით, ამ ეტაპზე თითქმის $1 მილიარდი აშშ დოლარი შეგროვდა.


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ