19.10.2023
მოკლედ: ცვლილებებით გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის მანდატი. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც აკრძალული იყო, თუმცა ახლა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება კომუნიკაციების კომისიასთან გაასაჩივროს თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით შეასრულებენ ევროკავსირის 12 რეკომენდაციიდან მე-7 პუნქტს. საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ ეს ზრდის საფრთხეს სიტყვის თავისუფლების და მედიების დამოუკიდებლად საქმიანობის კუთხით.