16.04.2024
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის
დეპარტამენტმა ონლაინ გამოცემა „მედიაჩეკერისთვის“ საშვები არ
დაუშვა.
„მედიაჩეკერმა“ საშვები ჟურნალისტებისთვის, მათ შორის ნინია
კაკაბაძისთვის 8 აპრილს მოითხოვა. იმ დღეს, როდესაც პარლამენტის ბიურს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა
განეხილა.
მედია გამოცემას მიზეზი ოფიციალური მეილით ასე განემარტა: „ჩვენი
დეპარტამენტი საშვებს უშვებს მხოლოდ იმ მედისაშუალების ჟურნალისტებზე,
რომლებიც პარლამენტის საქმიანობას აშუქებენ“.
ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლის თამარ ჯანელიძის დღევანდელი
განცხადებით, „როდესაც ადამიანი არი აქტივისტი და პარლამენტში შემოდის
იმისთვის, რომ აქ რაღაცა თავისი პოლიტიკური მესიჯები გააჟღეროს და არ
იმუშაოს საპარლამენტო საქმიანობით, რითიც დაკავებულები არიან
პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ
გადაწყვეტილებას, შემოვუშვათ თუ არა. ეს ის შემთხვევა იყო, რო არ
შემოუშვით“.
ჯანელიძე ამ ფაქტს „მედიაჩეკერის“ დისკრიმინაციად არ მიიჩნევს და
ამბობს, რომ „ამ შემთხვევაში კი, ხდება ხოლმე ესეთი
გამონაკლისები“.
„ნინია, რო ჟურნალისტური საქმიანობით არ ეწევა, მითუმეტეს
საპარლამენტო ჟურნალისტიკაში არანაირი შეხება არა აქვს
ჟურნალისტიკასთან, ამიტომ ვიცოდით დაახლოებით, რისთვის
მოდიოდა...ნინია კაკაბაძე მოდიოდა, რომ საპარლამენტო ღონისძიებები
გაეშუქებინა პარლამენტში?...როდესაც არის ინფორმაცია, რო ადამიანი
შემოდის...იმისთვის, რომ ფლეშმობი დადგას, ამიტომ იყო ეს
პასუხი...“
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის
ბიუროზე განხილვას ჟურნალისტების ნაწილი ვერ დაესწრო. პარლამენტში არ
შეუშვეს მათ შორის ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაციაც
ჰქონდა.