Გუშინ, 9 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის
ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ შეხვედრაში
მონტენეგროსთან იასპარეზა და მატჩი 3:1 გაიმარჯვებით დაასრულა.
საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური შეხვედრა თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყო.
Გატანილი გოლები და "იმედის" ქარდები
საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური Მატჩის დაწყებიდან მე-10 წუთზე (22:56) პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა და ტელეკომპანია „იმედმაც“ გოლის ამსახველი ქარდი დაახლოებით 6 წთ-ში (23:02) გამოაქვეყნა;
გიორგი მიქაუტაძის მეორე გოლზე „იმედმა“ ქარდი უფრო
მალე, მისი გატანიდან (23:19) დაახლოებით 4 წთ-ში
(23:23) გამოაქვეყნა;
საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური Მატჩის დაწყებიდან 66-ე წუთზე სტევან იოვეტიჩის გოლით ანგარიში 1:2 გახდა.
83-ე წუთზე (00:26) კი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და მატჩი საქართველოს გამარჯვებით 3:1, ზივზივაძის გოლიდან დაახლოებით 10 წუთში დასრულდა.
კიტეიშვილისა და მიქაუტაძის გოლებისგან განსხვავებით, ტელეკომპანია „იმედს“ ზივზივაძის გოლზე ცალკე ქარდი არ გამოუქვეყნებია.
საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური შეხვედრა თბილისის დროით 00:36-ზე დასრულდა. Მატჩის დასრულებისა და „გამარჯვების“ აღმნიშვნელი ქარდი „იმედმა“ 3 წთ-ში, 00:39 სთ-ზე გამოაქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ამ Ქარდზე ინფორმაცია არასწორად იყო დატანილი, თითქოს, 3:1 ანგარიშით მატჩი მონტენეგროს გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების ქარდით "იმედმა" შეცდომა 38 წუთში, 01:17 საათზე გაასწორა.
ტელეკომპანიამ მალევე, 01:22 წუთზე საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური შეხვედრის ამსახველი ფოტოკოლაჟი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა:
სწორედ ამ ფოტოკოლაჟში მოხვდა Ბუდუ ზივზივაძის ფოტოც და ინფორმაციაც მის გატანილ გოლზე. აღსანიშნავია, რომ "იმედმა" ეს კოლაჟი თამაშის დასრულებიდან დაახლოებით 46 წუთში (01:22) და ზივზივაძის გოლიდან დაახლოებით 56 წუთში გამოაქვეყნა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის საწვრთნელი შეკრება მონტენეგროსთან მატჩის დაასრულა.
გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მატჩების კალენდარი ასეთია:
18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ | თურქეთი – საქართველო
22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი“ | საქართველო – ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ | საქართველო-პორტუგალია