02.03.2018
2008 წლის 30 მარტს საკვირაო გაზეთში „News of the World“,
გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ფორმულა 1-ის ბოსს ავადმყოფური
ნაცისტური ორგია აქვს ხუთ მეძავთან". სტატია იწყებოდა წინადადებით,
"ფორმულა 1-ის ავტომრბოლელი მაქს მოსლი გამოაშკარავდა როგორც ფარული
სადომაზოხისტური სექსუალური გარყვნილი". გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა
ე.წ. „ორგიაში“ მონაწილე ერთ-ერთი პირის მიერ ფარულად გადაღებული
ვიდეოდან ამოღებული ფოტოებიც. ფორმულა 1-ის ავტომრბოლელმა მაქს მოსლიმ
ჯერ ადგილობრივ სასამართლოებს, შემდეგ კი ევროპის ადამიანის უფლებათა
სასამართლოს მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება)
დარღვევასთან დაკავშირებით მიმართა. ევროსასამართლომ პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე