მედიის განვითარების ფონდი (MDF), საერთაშორისო პარტნიორებთან
თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების ჰაკათონს DataFest Tbilisi
2024-ზე უმასპინძლებს.
ჰაკათონის მიზანი ისეთი ელექტროული რესურსების (კომპიუტერული თამაში, ინტერაქციული სასწავლო ელექტრონული რესურსები) შემუშავებაა, რომელიც ხელს შეუწყობს:
● მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
● დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მედიის მომხმარებლების მედიაწიგნიერების უნარებით აღჭურვას;
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია 15-35 წლის ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც დაინტერესებულია ციფრული ტექნოლოგიებით და სჯერა, რომ მათი გამოყენებით მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა და პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი;
ჰაკათონის საპრიზო ფონდია 12 000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა). გამარჯვებულ გუნდებს პროექტის განსახორციელებლად გადაეცემათ:
● I ადგილი - 5, 000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).
● II ადგილი - 4,000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).
● III ადგილი - 3,000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).
მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა, რომლის მიხედვითაც მონაწილეები შეირჩევიან, 30 აგვისტომდე უნდა შეავსონ.
პროექტისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აქ.