ტრენინგი ჟურნალისტებისთვის: „რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“
12.07.2024



29-30 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქმედი და დამწყები ჟურნალისტებისთვის აცხადებს ტრენინგს თემაზე - „რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • მოსალოდნელი დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში;
  • ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნოდ გამოყენება;
  • ელექტრონული ტექნოლოგიები 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის;
  • რას ითხოვს საქართველოსგან ევროპა;
  • როგორ ვიპოვოთ კორუფციის ნიშნები სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებში;
  • როგორ ვიპოვოთ თანამდებობის პირთა დამალული ქონება ქონებრივი დეკლარაციებით;
  • რას ნიშნავს ბენეფიციარი (საბოლოო) მესაკუთრე და როგორ დავადგინოთ ის ღია წყაროების გამოყენებით.

ტრენინგი ჩატარდება ქალაქ თბილისში და მასში მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ