„ესენი დღეში 8-ჯერ უნდა სცემო“ გივი სიხარულიძის სექსისტური გამონათქვამები "ობიექტივის" ეთერში
22.07.2015
გივი სიხარულიძემ "ობიექტივის" ეთერში სტუმრობისას, არაერთხელ გამოიყენა სექსისტური გამონათქვამები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წახალისების ნიშნებსაც შეიცავდა. იმავე გადაცემიდან ნაწყვეტი Palitratv.ge-მაც გამოაქვეყნა, რუბრიკაში „საზოგადოება“.

გადაცემა ქალთა მიმართ ძალადობის წახალისების გარდა, მათი სექსუალური ცხოვრების მიმართ სტერეოტიპების გაღვივებასაც უწყობს ხელს. სიხარულიძე ქალებს მოიხსენიებს ეპითეტით „ნახმარი“. ის ამბობს:

„მე ძალიან მძაგს ეს სვეცკი გოგოები. სვეცკი რა არის დღეს? ბოზი რომ ხარ. 200 ქმარი რომ გყავს გამოცვლილი, მაშინ გცემენ პატივს ეს, ბოდიშიდა, ხურუშიანი ბიჭები. მარა ვაჟკაცი ბიჭები ვინც არიან, იმათ ვენაცვალე მე, ვისაც ქართული ოჯახი უნდა, პატიოსან გოგოებს ეძებენ. ესენი ბოზებს ეძებენ. ეტყობა, არ შეუძლიათ არაფერი და 100-ჯერ ნახმართან უფრო მივლენ. ხოდა, აი ესენი ქმნიან დღეს, ეს სვეცკი ქალები. სვეცკი კი არა, ესენი დღეში 8-ჯერ უნდა სცემო“, - ამბობს სიხარულიძე.

გივი სიხარულიძის თქმით, ოჯახში დომინანტი მამაკაცი უნდა იყოს:

„რის გენდერული თნასწორობა? ოჯახში მამაკაცი მამაკაცი უნდა იყოს და თუ მამაკაცია ნაღდი ოჯახში, იმას არც ცოლის შეურაცხყოფა მოუწევს არასდროს და არაფერი, იმიტომ, რომ ის თავის ადგილზე ზის, როგორც კაცი და ქალმაც იცის მისი ფასი და იმ ქალის გულისთვის ეს კაცი თავს გასწირავს თავისი ცოლისთვის. და არა ეს ხურუშიანები დღეში რო ასჯერ ცილდებიან და მოყავთ და თუ სხვისი ნახმარი არ არის ასჯერ არ მოიყვანს იმიტომ, რომ სირცხვილია დღეს“, - ამბობს გივი სიხარულიძე.

„ობიექტივის“ წამყვანი რესპონდენტის გამონათქვამებს სიცილით ეთანხმება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ