⇒ მეორადი და
მეორეული
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის სხდომაზე, რომელიც
2019 წლის 6 დეკემბერს გაიმართა, დამტკიცდა თანამედროვე ქართული
სალიტერატურო ენის ნორმათა ახალი რედაქცია. დოკუმენტის თანახმად,
რიგობითი რიცხვითი სახელების გამოყენებისას დამკვიდრდა შემდეგი წესები
(2.9):
„ფორმათაგან მეორეული და მეორადი დასაშვებად იქნეს მიჩნეული ორივე
თავ-თავისი ნიუანსობრივი სხვაობის გათვალისწინებით:
სამეცნიერო ტერმინოლოგიაში (ძირითადად) –
მეორეული:
მეორეული მოვლენა, მეორეული
დაავადება...
რაიმეს ხელახალი გამოყენების ან დამატებითი ფუნქციის
აღსანიშნავად – მეორადი:
მეორადი ფაკულტეტი, მეორადი ავეჯი...
⇒ ინდუსტრიული და ინდუსტრიალური
ზედსართავი სახელების საწარმოებლად ქართულში ხშირად ვიყენებთ ურ
სუფიქსს. მისი დართვით სახელი შეიძლება ვაწარმოოთ როგორც ქართული, ისე
არაქართული ფუძეებისგან ( კაცი-კაცური, ემოცია - ემოციური და
ა.შ.).
უცხოურ ფუძეთაგან ურ სუფიქსით ზედსართავის წარმოებისას თავს იჩენს
ხოლმე პარალელური ფორმები: ბაქტერიული და ბაქტერიალური,
ექსპერიმენტული და ექსპერიმენტალური, ინდუსტრიული და ინდუსტრიალური.
ამათგან მცდარი ფორმები რუსული ენის ზეგავლენითაა დამკვიდრებული და
მნიშვნელოვანია მათი გამიჯვნა სალიტერატურო ნორმისგან.
უცხოურ სიტყვათაგან ურ სუფიქსით ზედსართავი სახელები სწორად რომ
ვაწარმოოთ, საჭიროა დავადგინოთ, ნასესხები გვაქვს თუ არა ქართულში ის
არსებითი სახელი, რომლისგანაც ზედსართავს ვაწარმოებთ. შემდეგ ამ
სახელის ფუძეს უნდა დავურთოთ ურ სუფიქსი. განვიხილოთ რამდენიმე
მაგალითი:
რომელია სწორი - ინდუსტრიული თუ ინდუსტრიალური? მონუმენტური
თუ მონუმენტალური? კოლეგიური თუ კოლეგიალური?
ქართულში გვაქვს ნასესხები არსებითი სახელები: მონუმენტი, კოლეგა,
ინდუსტრია. შესაბამისად, აღნიშნული წესის თანახმად, სწორი ფორმები
იქნება:
ინდუსტრიული ( და არა ინდუსტრიალური)
კოლეგიური ( და არა კოლეგიალური)
მონუმენტური ( მონუმენტალური