ორდერი და ორდენი
18.03.2023
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 17 მარტის გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერები გაიცა.

ორდერების თანახმად, ამ სასამართლოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებისა და სასამართლოსთვის მათი გადაცემის ვალდებულება.

ამ სასიამოვნო ინფორმაციას სიტყვათა აღრევის გამო უსიამოვნო ელფერი რომ არ დაჰკრავდეს, აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს პარონიმები:

ორდერი და ორდენი

შინაარსით სხვადასხვა, მაგრამ ბგერობრივად მსგავსი სიტყვების აღრევა ხშირია. პარონიმებს შეცდომით იყენებენ ერთიმეორის მაგივრად და ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში) შინაარსობრივი მხარე, გზავნილი მეტად ზარალდება.

ორდენი უცხო სიტყვათა ლექსიკონში განიმარტება ასე:

სხვადასხვა ხარისხისა და სახელწოდების ნიშანი, რომლითაც ხელისუფლება აჯილდოებს სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებისათვის.

ორდენი წარჩინების ნიშანია, საპატიო ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

ორდერი კი „წერილობითი განკარგულებაა, ბრძანება, საბუთი, რომელიც რისამე ნებართვას, რისამე მიღების უფლებას იძლევა. მაგ., დაპატიმრების ორდერი“.

ჰააგის სასამართლომ ორდერები გასცა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ