21.09.2024
თბილისში დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დღეიდან, 21
სექტემბრიდან შიმშილობა დაიყო.
აფგან სადიგოვის მეუღლის თქმით, ჟურნალისტმა შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. სევინჩ სადიგოვა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, რომ მეუღლეს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა დავალებებს ასრულებს და მას სხვა გზა არ რჩება.
აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი რამდენიმე დღის წინ უთხრა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი შემდგომი ექსტრადირების მიზნით თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი მას 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: