26.09.2024
ჟურნალისტური პრემია „შუქის“ მეოთხე რაუნდის
გამარჯვებულები
არიან:
- ეკა ქევანიშვილი („რადიო თავისუფლება“) - „ვის დარჩება ბახმარო?“
- თაკო ფეიქრიშვილი („სამხრეთის კარიბჭე“) - „ბიუჯეტი სოფლისთვის და „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის - ვის მისცა ადიგენის მერიამ 1.5 მლნ ლარი“
- ცქრიალა შერმადინი, ნინო ზურიაშვილი („სტუდია მონიტორი“) - „ოცნების ჩინოვნიკის ევროპული ცხოვრება“
კონკურსის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორებს ჯილდოს სახით ფულადი პრემია გადაეცემათ.
პრემია „შუქი“ 2023 წლიდან გაიცემა. ერთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი მედია ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ 12 საუკეთესო ჟურნალისტური პროდუქტი გამოავლინა.
პროექტს რეგიონული მედია პორტალი JAMnews-ი და ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი ახორციელებდნენ. პრემიის მიზანი მედიის როლის გაძლიერება და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა.