ფოტო :
„პუბლიკა"
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს
შავებში ჩაცმული და ნიღბიანი უცნობი პირები თავს დაესხნენ და სცემეს.
თავდასხმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ბესიკის ქუჩის 4 ნომერთან
მოხდა.
როგორც „ტვ პირველი“ წერს, მძიმედ დაშავდა ოპერატორი. გიორგი შეწირულს
დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. დაზიანებები სახის არესა და
სხვადასხვა ნაწილში აღენიშნება მაკა ჩიხლაძესაც.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, „გატაცებულია "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა“. გატაცებულია "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა.
„კადრებით დასტურდება, რომ ჯგუფური ანგარიშსწორების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ“, - წერს „ტვ პირველი“.
თავდასხმამდე გადაცემა „შაბათის ეთერის“ გუნდი აშუქებდა შავებში ჩაცმული ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებში ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.