10.02.2025
ფოტო : „პუბლიკა"
„მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, 19 ნოემბრის საქმეზე,
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის კანონიერი მოთხოვნის
დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. სერგი ბარამიძის
იურისტის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სხდომა საქალაქო
სასამართლოში უახლოეს საათებში გაიმართება.
19 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით დააკავეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბარამიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც გამოიკითხა, თუმცა დაზარალებულად ცნობილი ამ დრომდე არ არის.
19 ნოემბერს, პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ.