სქრინი - TV
პირველი
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის
დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00
საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა
სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის
დასაშვებად ცნობას ითხოვს.
აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება.
„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობს, ძალიან მძიმეა.
სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.
ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე (სრული
განაკვეთი) ვაკანსიას აცხადებს.
ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობა:
ახალი ამბებისა და თემატური მასალების მოძიება და მომზადება;
მოთხოვნა:
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები 20 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge
როგორც „ტაბულა“ წერს, ანაზღაურება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად განისაზღვრება (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ კი 9 ოქტომბერს, პირველი არხის
გადაცემა „42-ე პარალელის“ სტუდიაში, დასხდნენ საზოგადოებრივი
მაუწყებელის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი გიორგი გვიმრაძე,
საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ
მაღლაფერიძე და ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე და
ისაუბრეს თემაზე “მედია და არჩევნები”.
მოისმინეთ ნინია კაკაბაძის ვლოგში.
პასუხი დამიგვიანდა, იმიტომ რომ
შენი რჩევა გავითვალისწინე და წავედი
ბიბლიოთეკაში. ჩავუჯექი ოცდაათიანი წლების პრესას. მართალი აღმოჩნდი,
არ ჰქონიათ იმ დროს სოციალური ქსელები. ვფურცლავდი „კომუნისტის“
გაყვითლებულ ფურცლებს და არ მტოვებდა განცდა, რომ ყოველი მეორე
წერილის ავტორი შენ იყავი. ყველას ვურჩევ, წავიდეს ბიბლიოთეკაში და
გამოიწეროს გაზეთი „კომუნისტი“. გადაშალოს და შემდეგ უკვე დაგიგდოს
ყური. აი, თუნდაც იმ სიტყვას მოუსმინოს, ახალი შენობის პროექტით ბატონ
ბიძინასთან მისვლის ამბავს რომ ჰყვები. ისე „კომუნისტთან“ ერთად
შეცდომით შენი გაზეთიც მომიტანეს - „კავკასიონი“. გახსოვს, ხომ?
პირველი ეს რეკლამა მომხდა თვალში: „პრივატიზაცია საქართველოს
მომავალი წარმატების საწინდარია!“ ასე აგიხდა ყველაფერი.
რადგან ბიბლიოთეკაში ვიყავი, მოდი, ჰოლდენ კოლფიდსაც ვკითხავ-მეთქი
რჩევას. ხომ იცი, ამერიკელ კონგრესმენებს არც კი გაუგიათ, ალბათ, ეგ
პერსონაჟი. ისე ბიძინას თუ აქვს წაკითხული სელინჯერი? თუ მხოლოდ
დისტოპიურ ჟანრს კითხულობს, მერე რომ ჩვენი ქვეყნის რეალობად აქციოს?!
მოკლედ, დაველაპარაკე ჰოლდენს და გადავეცი შენი კითხვაც და იცი რაო?
ჰოლდენმა ვასიკოზე ეგრევე მისტერ ჰაასი გამახსენდაო... გახსოვს, რა
ტიპია მისტერ ჰაასი? ახლა ჰოლდენზეც არ თქვა, საქართველოში დაუწერეს
ეგ სიტყვები და მერე ხელი მოაწერაო. ხომ იცი, ჰოლდენი მაგას არ
იკადრებდა, უბრალოდ ფუყე და თვალთმაქც ადამიანში არ შეცდება, ოკეანის
გაღმაც კი ამჩნევს.
სანქციებზეც ჩავეკითხე, მაგრამ აზრზე არ იყო. თვითონ თუ ასე გაუხარდა, მიდი და მიულოცე, შენი რა მიდისო. ჰოდა, გილოცავ, იმ სიაში მოხვედრას, რომელშიც გირგვლიანის საქმის მოსამართლეც არის, „ოცნების“ კლანის წევრად ქცეული. მაგრამ შენც ეგრე არ იყავი? ჯერ სააკაშვილის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში, მერე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. მსგავსი „ტრანსფერები“ ხომ ნაც-ქოცობის ჟანრის კანონია.
ერთადერთი რას ვერ ვხვდები, იცი, რომ აცხადებ ამ დასასანქცირებელთა სიაში ყოფნა ჩემთვის პატივიაო და იქვე გვიმტკიცებ საზოგადოებრივი ტელევიზია ობიექტური ტელევიზიააო. როგორ უნდა იყოს ობიექტური, როგორ დასვან კითხვები ჟურნალიტებმა, როგორ მოამზადონ ჟურნალისტური გამოძიება, თუ არხის ბორდის ხელმძღვანელი პატივისცემას უცხადებ, მეტიც პატივად თვლი იმ ადამიანებთან ერთად სიაში მოხვედრას, ვინც ამ კითხვების ადრესატია, ვინც ლონდონი - ბომბეის გვირაბის გათხრაზე კი არა, სისტემურ ძალადობაზე, კორუფციაზე, გარემოსთვის მილიონობით ლარის ზიანის მიყენებაზე და ა.შ. არიან პასუხისმგებელი.
P.S. აქვე შენი ბოლო რჩევის გათვალისწინებაც მინდოდა და
სანქციის შუბლზე მიკვრა, მაგრამ ჯერ ვერსად ვნახე. იმედია მალე
დაგიდასტურებენ და ჩაგახუტებენ.
აბა, დროებით. იქნებ სერიალ „გულს“ მივუსწრო და ცოტა გული გადავაყოლო,
თორემ აღარ შემიძლია ამდენი უსამრთლობა. „ბათუმელების“ დამფუძნებლის,
მზია ამაღლობელის დაპატიმრების ამბავს კი გაიგებდი.