კატეგორია: რესურსები
2011 წელს, ის-ის იყო, GIPA-ს ჟურნალისტიკის კავკასიური სკოლის
ორწლიანი პროგრამა დავასრულე, რომ ერთ საინტერესო პროექტში აღმოვჩნდი.
პროექტის ფარგლებში ქართული გაზეთი “24 საათი” ამერიკულ “ნიუ იორკ
თაიმზის” რჩეულ სტატიებს თარგმნიდა.
მაშინ, პოლიტიკური თემებით გადავსებული ტელევიზიებითა, სიძულვილის ენით სავსე ქართული გაზეთებით თავმობეზრებული ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის სრულიად ახალი განზომილება იყო ამერიკული ჟურნალისტიკა, რომლის ამოსავალი წერტილი იყო ადამიანი, მისი ღირსებისა და უფლების დაცვა და წამოწევა.
მეცნიერებას, ეკონომიკას, სამყაროს ყველაზე საინტერესო მოვლენას “თაიმზი” სწორედ ერთი ადამიანის კუთხით წარუდგენდა მკითხველს, შემდეგ განაზოგადებდა და თითოეულ განზოგადებას - გამონაკლისის გარეშე, - თან ახლდა მონაცემები. ეს განსაკუთრებით სასიამოვნო წასაკითხი იყო დაუსაბუთებელი მოსაზრებებით სავსე ქართული მედიის ფონზე.
ასე ვეცნობოდით და ვთარგმნიდით სტატიებს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისებზე, ომებსა და მშვიდობაზე, სამედიცინო მეცნიერების წინსვლასა თუ თანმხლებ წარუმატებლობებზე, ნაკელის გადამუშავებასა თუ გარიჟრაჟზე ციცინათელების საარშიყო რიტუალზე. გადამოწმებული ინფორმაციის მიღებასთან ერთად, მთარგმნელთა ჯგუფი სიამოვნებას ვიღებდით ამბების მოყოლის სრულყოფილი ტექნიკებით, რომელიც დეტალური სიზუსტით, ვიზუალურად გვიხატავდა და ფიზიკურად განგვაცდევინებდა მოყოლილ ამბებს და დიდხანს ტოვებდა ჩვენს მეხსიერებაში.
ცხრა წლის შემდეგ, როდესაც არაერთ და მაშინ განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ქართულ ონლაინ გამოცემასა თუ ჟურნალში ვიმუშავე და გარკვეული გამოცდილება მივიღე, გადავწყვიტე, საკუთარი მედია პლატფორმა - “კაქტუსი” წამომეწყო.
ვიცოდი, რომ ეს პლატფორმა უნდა ყოფილიყო ინგლისურენოვან მონაცემებზე დაფუძნებული და ქართველ მკითხველს იმ სამეცნიერო წყაროებს გააცნობდა, საითკენაც გზა მეც თავის დროზე “ნიუ იორკ თაიმზმა” მიმასწავლა. სხვა სტატიებს შორის, ამ შთაგონებით ითარგმნა „შეყვარებული“ თავის ტვინი და კიბოს დიაგნოზი და კლიმატის ცვლილება.
“ქალთა ფონდის საქართველოში” მხარდაჭერით, 2018 წელს “კაქტუსმა” პირველი პროექტი ქალთა უფლებებსა და მედიცინაზე გააკეთა და ანგარიშიც გამოსცა, სადაც 15 ქალის ისტორია არის თავმოყრილი იმაზე, თუ რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ ძუძუს მოკვეთის (მასტექტომია) პროცედურასა და მის შედეგებზე, უშუალოდ ოპერაციამდე და რასთან შეგუება მოუწიათ ამ დიდი ცვლილების - ფიზიკურ და სქესობრივ იდენტობასთან განუყოფელი ორგანოს - ძუძუს მოკვეთის შემდეგ.
ამას მოჰყვა სტატეიები ქალების ჯანმრთელობაზე, ნარკოტიკების ზეგავლენაზე ბევრ სხვა საკითხზე ჯანმრთელობის შესახებ.
“კაქტუსი” კლიმატის თემებსაც იკვლევს, გერმანული მედია-ორგანიზაცია N-ost-ისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით. მომავალი 3 წლის განმავლობაში აქტიურად უნდა გაშუქდეს კლიმატის ცვლილების პოლიტიკა და პროექტები საქართველოში, რომელთაგანაც პირველი, ქარის ენერგიაზე იყო.
მაგრამ ყველაზე დიდი გამოცდილება და გამოწვევა COVID-19 პანდემიის გაშუქება იყო, რომლის ორი წლისთავი 2022 წლის 11 მარტს შესრულდება.
პანდემიის დაწყების დღიდან “კაქტუსი” იყო მედიუმი, რომელიც თარგმნიდა და ქართველ მკითხველს აწვდიდა განახლებულ ინფორმაციას ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [W.H.O.], ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია [F.D.A.], ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები [C.D.C.]. ვთარგმნეთ ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA-ს რედაქტორის, ჰოვარდ ბაუხნერის, პირველი ჩაღრმავებული ინტერვიუ COVID-19-ზე ენტონი ფაუჩისთან, ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორთან, რომელიც დღემდე საიტის ყველაზე პოპულარული მასალაა.
პანდემიის დასაწყის პერიოდში დავიწყეთ გლობალური ცნობარი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე მყოფ COVID-19 ვაქცინებზე, სამკურნალო საშუალებებზე, მოვაგროვეთ მონაცემები საქართველოში განადგურებულ ვაქცინებზე (რომელიც, ცხადია, დღემდე ახლდება).
ანაზღაურების გარეშე ჩატარებულ კვლევებსა და “კაქტუსისთვის” დაწერილ სტატიებს შორის პირველად ეს ამოტივტივდა - არაეფექტური ონკოლოგიური მედიკამენტი რიგვირი, რომელიც “ავერსი ფარმას” შემოჰქონდა. ქართული ფარმაცევტული სფეროს კვლევა “კაქტუსის” ერთ-ერთი სამომავლო გეგმაა.
პატარა მედიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა პროექტების არამდგრადობაა. ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ, როცა კონკრეტული თემის გაშუქება უეცრად წყდება, იმედი უცრუვდება მკითხველს, რომელმაც “კაქტუსი” თავის დროზე იმიტომ მოიწონა, რომ თვითონ მოუწია ძუძუს მოკვეთა, რათა სიცოცხლე შეენარჩუნებინა და “კაქტუსზე” წაიკითხა, რა საფრთხეები ახლავს ძუძუს იმპლანტების გამოყენებას; თვითონ დადიოდა ღამის კლუბებში, რათა სტრესი დაეძლია, აინტერესებდა ინფორმაცია ჰაერის დაბინძურებაზე, რადგან თვითონაც ასეთ გარემოში ცხოვრება უწევს. მკითხველი ამ ინფორმაციის კითხვასაც გააგრძელებდა, “კაქტუსი” რომ გარკვეული პერიოდულობით მაინც აახლებდეს ყველა მათგანს.
მაშინ, პოლიტიკური თემებით გადავსებული ტელევიზიებითა, სიძულვილის ენით სავსე ქართული გაზეთებით თავმობეზრებული ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის სრულიად ახალი განზომილება იყო ამერიკული ჟურნალისტიკა, რომლის ამოსავალი წერტილი იყო ადამიანი, მისი ღირსებისა და უფლების დაცვა და წამოწევა.
მეცნიერებას, ეკონომიკას, სამყაროს ყველაზე საინტერესო მოვლენას “თაიმზი” სწორედ ერთი ადამიანის კუთხით წარუდგენდა მკითხველს, შემდეგ განაზოგადებდა და თითოეულ განზოგადებას - გამონაკლისის გარეშე, - თან ახლდა მონაცემები. ეს განსაკუთრებით სასიამოვნო წასაკითხი იყო დაუსაბუთებელი მოსაზრებებით სავსე ქართული მედიის ფონზე.
ასე ვეცნობოდით და ვთარგმნიდით სტატიებს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისებზე, ომებსა და მშვიდობაზე, სამედიცინო მეცნიერების წინსვლასა თუ თანმხლებ წარუმატებლობებზე, ნაკელის გადამუშავებასა თუ გარიჟრაჟზე ციცინათელების საარშიყო რიტუალზე. გადამოწმებული ინფორმაციის მიღებასთან ერთად, მთარგმნელთა ჯგუფი სიამოვნებას ვიღებდით ამბების მოყოლის სრულყოფილი ტექნიკებით, რომელიც დეტალური სიზუსტით, ვიზუალურად გვიხატავდა და ფიზიკურად განგვაცდევინებდა მოყოლილ ამბებს და დიდხანს ტოვებდა ჩვენს მეხსიერებაში.
ცხრა წლის შემდეგ, როდესაც არაერთ და მაშინ განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ქართულ ონლაინ გამოცემასა თუ ჟურნალში ვიმუშავე და გარკვეული გამოცდილება მივიღე, გადავწყვიტე, საკუთარი მედია პლატფორმა - “კაქტუსი” წამომეწყო.
რაზე წერს „კაქტუსი?“
ვიცოდი, რომ ეს პლატფორმა უნდა ყოფილიყო ინგლისურენოვან მონაცემებზე დაფუძნებული და ქართველ მკითხველს იმ სამეცნიერო წყაროებს გააცნობდა, საითკენაც გზა მეც თავის დროზე “ნიუ იორკ თაიმზმა” მიმასწავლა. სხვა სტატიებს შორის, ამ შთაგონებით ითარგმნა „შეყვარებული“ თავის ტვინი და კიბოს დიაგნოზი და კლიმატის ცვლილება.
“ქალთა ფონდის საქართველოში” მხარდაჭერით, 2018 წელს “კაქტუსმა” პირველი პროექტი ქალთა უფლებებსა და მედიცინაზე გააკეთა და ანგარიშიც გამოსცა, სადაც 15 ქალის ისტორია არის თავმოყრილი იმაზე, თუ რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ ძუძუს მოკვეთის (მასტექტომია) პროცედურასა და მის შედეგებზე, უშუალოდ ოპერაციამდე და რასთან შეგუება მოუწიათ ამ დიდი ცვლილების - ფიზიკურ და სქესობრივ იდენტობასთან განუყოფელი ორგანოს - ძუძუს მოკვეთის შემდეგ.
ამას მოჰყვა სტატეიები ქალების ჯანმრთელობაზე, ნარკოტიკების ზეგავლენაზე ბევრ სხვა საკითხზე ჯანმრთელობის შესახებ.
“კაქტუსი” კლიმატის თემებსაც იკვლევს, გერმანული მედია-ორგანიზაცია N-ost-ისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით. მომავალი 3 წლის განმავლობაში აქტიურად უნდა გაშუქდეს კლიმატის ცვლილების პოლიტიკა და პროექტები საქართველოში, რომელთაგანაც პირველი, ქარის ენერგიაზე იყო.
მაგრამ ყველაზე დიდი გამოცდილება და გამოწვევა COVID-19 პანდემიის გაშუქება იყო, რომლის ორი წლისთავი 2022 წლის 11 მარტს შესრულდება.
პანდემია
პანდემიის დაწყების დღიდან “კაქტუსი” იყო მედიუმი, რომელიც თარგმნიდა და ქართველ მკითხველს აწვდიდა განახლებულ ინფორმაციას ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [W.H.O.], ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია [F.D.A.], ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები [C.D.C.]. ვთარგმნეთ ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA-ს რედაქტორის, ჰოვარდ ბაუხნერის, პირველი ჩაღრმავებული ინტერვიუ COVID-19-ზე ენტონი ფაუჩისთან, ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორთან, რომელიც დღემდე საიტის ყველაზე პოპულარული მასალაა.
პანდემიის დასაწყის პერიოდში დავიწყეთ გლობალური ცნობარი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე მყოფ COVID-19 ვაქცინებზე, სამკურნალო საშუალებებზე, მოვაგროვეთ მონაცემები საქართველოში განადგურებულ ვაქცინებზე (რომელიც, ცხადია, დღემდე ახლდება).
პატარა მედიის გამოწვევები
ყოველი ახალი და რელევანტური ინიციატივის მიზანი მედიის სიცოცხლისუნარიანობის მაქსიმალური გახანგრძლივება უნდა იყოს, საჭირო ხალხის შემოკრებით და პირდაპირ ჩართულ მხარეებთან უწყვეტი კომუნიკაციით, რაც ფინანსური კრიზისის დროს ნაწილობრივი ენთუზიაზმით არის მიღწევადი, სხვადასხვა შინაარსობრივი და ტექნიკური უნარ-ჩვევის ერთდროულ ფლობას, რეალიზაციას და ხშირად მეგობრებისგან მიღებულ აუნაზღაურებელ შრომას გულისხმობს.ანაზღაურების გარეშე ჩატარებულ კვლევებსა და “კაქტუსისთვის” დაწერილ სტატიებს შორის პირველად ეს ამოტივტივდა - არაეფექტური ონკოლოგიური მედიკამენტი რიგვირი, რომელიც “ავერსი ფარმას” შემოჰქონდა. ქართული ფარმაცევტული სფეროს კვლევა “კაქტუსის” ერთ-ერთი სამომავლო გეგმაა.

14.02.2022