კატეგორია: ეთიკა
http://resonancedaily.com გაზეთი “რეზონანსის”
ვებგვერდია, სადაც გაზეთში დაბეჭდილ სტატიებთან ერთად მხოლოდ
საიტისთვის შექმნილი მასალებიც ქვეყნდება. რამდენიმე დღიანი
დაკვირვება საკმარისია, რომ აღმოაჩინოთ ქსენოფობიური თუ ანტიმუსლიმური
ტექსტები, მასალის შინაარსისგან განსხვავებული სათაურები, სავარაუდოდ
სარეკლამო მასალები შესაბამისი აღნიშვნის გარეშე. აგვისტოს თვეში კი
მარიხუანის მოხმარებისთვის ყველანაირი სანქციის გაუქმების შემდეგ
მარიხუანის საწინააღმდეგო ერთგვარი კამპანია, გადაუმოწმებელი
ინფორმაციის ტირაჟირებით.
24 ივლისის მასალაში, რომელსაც “უცხოელი გიდები უკვე პოლიტიკურ პრობლემებს ქმნიან” ერქვა, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ყვებოდა, რომ ირანელი გიდები ტურისტებს თბილისს სპარსულ ქალაქად აცნობენ. გარდა ამისა, ბათუმში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი მოლის ლოცვა. ჟურნალისტი წერს, რომ ბათუმში "თურქული უბნებია" მოწყობილი და მუსლიმები თავიანთ დღესასწაულებს აღნიშნავენ. ყოველ დილით, უთენია “ადგილობრივებს მოლას ლოცვა აღვიძებთ”.
"თითქმის ყველა მათგანი [ირანელი გიდები] ირანელ ტურისტებს უყვება, რომ თბილისი სპარსული ქალაქი იყო, შემდეგ რუსებმა მიითვისეს და ასე მოხვდა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში. ისინი თბილისის, როგორც თავიანთი ქალაქის, დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ", - წერს ჟურნალისტი და მასალაში არ მოჰყავს ფაქტის დამადასტრებელი არცერთი მაგალითი.
6 დღის შემდეგ ამავე თემაზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “უცხოელი გიდები საქართველოს პრობლემას მის ფარგლებს გარეთაც უქმნიან”, რაც 24 ივლისის მასალის გაგრძელება აღმოჩნდა. ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ “ირანელი, თურქი და რუსი გიდები ჩვენი სამშობლოს შესახებ ცნობებს სათავისოდ ფუთავენ” და თავიანთ თანამემამულეებს, "როგორც თვითონ აწყობთ", ისე აცნობენ”. ამ ინფორმაციის დამამტკიცებელი, გამამყარებელი ფაქტები ამჯერადაც წარმოჩენილი არ ყოფილა გარდა ამ აბზაცისა:. “ბიზნეს-რეზონანსი" წინა კვირას ირანელი გიდებისგან მათ მიერვე ჩამოყვანილი ირანელი ტურისტებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე წერდა, რამდენიმე დღის წინ კი ირანელების გადაღებული ვიდეოკლიპიც გავრცელდა, სადაც თბილისზე, როგორც თავიანთ ქალაქზე, ისე მღეროდნენ და მის დაბრუნებას ითხოვდნენ. ისინი განსაკუთრებით "გურჯი ხათუნების" დაკარგვას მისტიროდნენ”.
გარდა ამისა, მასალაში ერთ-ერთი რესპონდენტი საქართველოში უმუშევრობას ფაქტობრივად უცხოელ გიდებს აბრალებდა და აღნიშნავდა, რომ ისინი საქმდებიან ადგილობრივების ნაცვლად.
“საქართველოში არის უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე და უცხოელი გიდების მასობრივი დასაქმებით პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება. ასეთ ფონზე არ არის ნორმალური, დავასაქმოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თანაც - ასეთი აგდებული დამოკიდებულების შემდეგ, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ისტორიასა და კულტურას”, - რესპონდენტის ამ მოსაზრების ალტერნატიული აზრი სტატიაში აღარ განვითარებულა.
ორივე მასალის ავტორად ერთი და იგივე ჟურნალისტია მითითებული და ორივე შემთხვევაში ნაცვლად იმისა, რომ მკითხველისთვის გადამოწმებული, ფაქტები და შესაბამის საკითხზე კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების კომენტარები შეეთავაზებინა, მასალაში მხოლოდ ტურიზმის ექსპერტის სტატუსით ჩაწერილი რამდენიმე ადამიანის კომენტარია მოცემული
“რეზონანსმა” 29 ივლისს “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარეზე, ტარიელ ნაკაიძეზე რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა, რომელიც როგორც ნაკაიძეს, ასევე მუსლიმ თემს არასწორი ინტერპრეტაციის გამო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა.
ერთ-ერთი მასალა, რომელსაც “თუ დაგვჭირდება, მესამე მეჩეთსაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც - ფეხებზე მკიდიხართ” ერქვა, ნაკაიძის ფეისბუკში გამოქვეყნებულ სტატუსზე დაყრდნობით მომზადდა. სტატუსი, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გავრცელებულ განცხადების გამოხმაურება უნდა იყოს, სადაც ის ამბობდა, რომ ბათუმში მეჩეთი მხოლოდ ქართული ფულით უნდა აშენდეს. ამ სტატუსში ნაკაიძე, სავარაუდოდ, რიჟვაძეს მიმართავდა, რომ “ფეხებზე ეკიდა” მისი გადაწყვეტილებები და მეჩეთს მალე ააშენებდნენ.
იმის მიუხედავად, რომ “ფეხებზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები” დიდი ალბათობით, მხოლოდ აჭარის მთავრობის განცხადებას შეეხებოდა, “რეზონანსმა” სათაურში სიტყვების ფორმულირება შეცვალა და დაწერა “ფეხებზე მკიდიხართ”, რაც მკითხველისთვის შესაძლოა ტოვებდეს განცდას, რომ ნაკაიძე ყველას მიმართავს. ნაკაიძის სტატუსი ყოველგვარი კონტექსტის და დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნდა
ამავე დღეს, 29 ივლისს “რეზონანსმა” ნაკაიძის განცხადების შეფასების შესახებ პარტია “ემსახურე საქართველოს” ლიდერის, მურმან დუმბაძის კომენტარზე მასალა მოამზადა. დუმბაძე ამბობდა, რომ ნაკაიძეს მეჩეთის მშენებლობით პოლიტიკაში უნდოდა შესვლა. „მეჩეთი, ისევე როგორც ეკლესია, არის საინჟინრო ნაგებობა. მეჩეთის მშენებლობის საკითხი აღმსარებლობის თავისუფლებასთან კავშირში არ არის. არის ბათუმში მეჩეთი, რომელიც ფუნქციონირებს და არავითარი პრობლემას არ ქმნის“, - თქვა დუმბაძემ “რეზონანსთან” საუბრისას. მასალაში არ ისმის ალტერნატიული აზრი, მით უფრო, რომ საკითხი სენსიტიურია და შესაძლოა, მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები შექმნას. გარდა ამისა, მასალაში არ არის აღნიშნული, რომ მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის აშენებას რამდენიმე წელია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება ლეგალურად მიიჩნია, “რეზონანსის” ვებგვერდზე არაერთი ნეგატიური შინაარსის მასალა გამოქვეყნდა. 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში 25-ზე მეტი სტატია იძებნება. მასალების მცირე ნაწილი საინფორმაციო შინაარსისაა, ნაწილი კი უარყოფითი შეფასებები, სხვადასხვა პირის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებია.
მაგალითად, უცვლელად გამოქვეყნდა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსი, რომელშიც ის ამბობდა, რომ დავკარგავთ მომავალ თაობას, რადგანაც “მძიმე ნარკოტიკების მიღებამდე ნარკომანები სწორედ მარიხუანას კოლეჯს ამთავრებენ ჯერ”. მოქმედი პარლამენტარი, აკაკი ზოიძე კი ამბობდა, რომ მარიხუანის მოხმარების დროს 7-ჯერ იზრდება ადამიანის ფსიქოზური მდგაომრეობა. არცერთ ამ მასალაში წარმოდგენილი არ იყო ალტერნატიული აზრი.
იყო შემთხვევა, როცა მასალა მანიპულაციური სათაურით გამოაქვეყნა, რომელიც რესპონდენტის აზრისგან განსხვავდებოდა. 31 ივლისს მომზადებული მასალა სათაურით: "საპატრიარქო მარიხუანას შემდეგ კოკაინის და ჰეროინის ლეგალიზებას ელოდება" რესპონდენტის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემული კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია იყო. “იმედთან” მიცემულ კომენტარში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება “ერის ღალატის ტოლფასია” და “უარესსაც” ელოდებიან. “რეზონანსმა” კი დაწერა: “კანაფის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქო კოკაინის ლეგალიზებას ელოდება. პირველი კომენტარი საპატრიარქოს სახელით მამა ანდრიამ გააკეთა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს, რადგან შესაძლოა მალე მოწევა სავალდებულოც კი გახდეს. მამა ანდრიას თქმით, 4 მოსამართლე ვერ უნდა წყვეტდეს "ოთხი მილიონი ადამიანის ბედს” .
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც “რეზონანსის” მიერ დარქმეული სათაური და მასალის შინაარსი ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყო აშშ-ს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის ხადის ხეობაში მოკვლის საქმე იყო.
22 ივლისს “რეზონანსზე” მასალა გამოქვეყნდა სათაურით: „ექსპერტები გაოგნებულები იყვნენ, ბავშვის თავის ქალა თითქმის არ არსებობს – ლორა სმიტი გაუპატიურებულია“ . ტექსტი ეფუძნებოდა“კვირის პალიტრის” სანდო წყაროს და თან ერთვოდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მანამდე გასაჯაროვდა. ექსპერტიზის დასკვნაში არაფერი ეწერა გაუპატიურებაზე, თუმცა აღნიშნული იყო, რომ საქმზე ბრალდებულის დნმ აღმოჩენილი იყო გარდაცვლილი ლორა სმიტის სხეულში. ეს გარემოება სექსუალურ კავშირზე მიანიშნებდა. გარდა ამისა, გამოცემამ სათაურად გამოიტანა ბრჭყალებში ჩასმული წინადადება („ექსპერტები გაოგნენულები იყვნენ, ბავშვის თავის ქალა თითქმის არ არსებობს”), რაც ტოვებდა მოლოდინს, რომ მსგავსი შინაარსის აზრს ამოიკითხავდა მასალაშიც. თუმცა მასალის სრულად გაცნობის შემთხვევაშიც კი, მკითხველი ვერ შეიტყობდა ვისი ციტატაა გამოტანილი სათაურად.
ამავე საკითხზე კიდევ ერთი მასალა და ისევ იმავე წყაროზე დაყრდნობით 23 ივლისსაც მომზადდა. მასალას "ჯერ სექსუალურად იძალადა, მერე კი წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო" - კობაურმა დანაშაული აღიარა” ერქვა.
სათაურში მტკიცებით ფორმაში ეწერა, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მასალაში “აღიარება” საერთოდ არ იყო ნახსენები. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, საქმზე ბრალდებულმა დანაშაული დაკავების დროს აღიარა, თუმცა მას მერე ყველა სასამართლო სხდომაზე ისიც და მისი უფლებადამცველებიც ამას არ ადასტურებენ.
ამ კომპანიის მიმართ მუდმივად ისმის კრიტიკა ბუნების დაბინძურებასთან დაკავშირებით, მასალა კი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ამ კრტიკის ფონზე კომპანიის საქმიანობის დადებითაც წარმოჩენა იყო მიზანი.
მაგალითად, ჟურნალისტმა იკითხა გარემოსთვის მიყენებულ 30 მილიონიან ზარალზეც, რაზეც რესპონდენტმა უპასუხა, რომ: “2014 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო ოპერირება, გარემოზე მიყენებული ზიანი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 30 მილიონი”.
ამ პასუხის მოსმენისას ჟურნალისტს არ გასჩენია კონტრშეკითხვა, კონკრეტულად რა ოდენობის ზიანს აღიარებს კომპანია. ამავე ინტერვიუით გამოჩნდა, რომ ან ჟურნალისტს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ამ ინტერვიუს ჩაწერაში, ან არ მოემზადა. ამას აჩვენებს ის გარემოებაც, რომ არ წარუდგინა რესპონდენტს კონკრეტული ზიანის აღმნიშვნელი რიცხვები, რომელიც კომპანიის საქმიანობითაა გამოწვეული და მკითხველისთვის კომპანიის მიმართ არსებულ პრეტენზიებს უფრო საფუძვლიანად წარმოაჩენდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მასალა რუბრიკაში “ბიზნესპრესი” გამოქვეყნდა გაზეთ “რეზონანსის” 24 ივლისის ნომერში. ამავე გაზეთის ბოლო ფურცელზე ვკითხულობთ, რომ ამ რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალა დაფინანსებულია.
კიდევ ერთი მასალა, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე სარეკლამო მასალად შეიძლება მივიჩნიოთ 26 ივლისს გამოქვეყნდა და “ვივუსის” მოხმარების წესებს ეხება. მასალაში კითხვა-პასუხით აღწერილი იყო, როგორ შეიძლება ისარგებლოს მომხმარებელმა სწრაფი სესხით.
არცერთ ამ შემთხვევაში რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი მითითებული არ იყო.
ქსენოფობიურ შინარსის ტექსტები
24 და 30 ივლისს “რეზონანსმა” უცხოელი გიდების შესახებ მასალა
გამოაქვეყნა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ რეალური პრობლემების
გადაჭრასა და ქართველი გიდების კვალიფიკაციის ამაღლების გზების ძიებას
დათმობოდა, ქსენოფობიურ განწყობებს აღვივებდა.24 ივლისის მასალაში, რომელსაც “უცხოელი გიდები უკვე პოლიტიკურ პრობლემებს ქმნიან” ერქვა, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ყვებოდა, რომ ირანელი გიდები ტურისტებს თბილისს სპარსულ ქალაქად აცნობენ. გარდა ამისა, ბათუმში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი მოლის ლოცვა. ჟურნალისტი წერს, რომ ბათუმში "თურქული უბნებია" მოწყობილი და მუსლიმები თავიანთ დღესასწაულებს აღნიშნავენ. ყოველ დილით, უთენია “ადგილობრივებს მოლას ლოცვა აღვიძებთ”.
"თითქმის ყველა მათგანი [ირანელი გიდები] ირანელ ტურისტებს უყვება, რომ თბილისი სპარსული ქალაქი იყო, შემდეგ რუსებმა მიითვისეს და ასე მოხვდა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში. ისინი თბილისის, როგორც თავიანთი ქალაქის, დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ", - წერს ჟურნალისტი და მასალაში არ მოჰყავს ფაქტის დამადასტრებელი არცერთი მაგალითი.
6 დღის შემდეგ ამავე თემაზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “უცხოელი გიდები საქართველოს პრობლემას მის ფარგლებს გარეთაც უქმნიან”, რაც 24 ივლისის მასალის გაგრძელება აღმოჩნდა. ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ “ირანელი, თურქი და რუსი გიდები ჩვენი სამშობლოს შესახებ ცნობებს სათავისოდ ფუთავენ” და თავიანთ თანამემამულეებს, "როგორც თვითონ აწყობთ", ისე აცნობენ”. ამ ინფორმაციის დამამტკიცებელი, გამამყარებელი ფაქტები ამჯერადაც წარმოჩენილი არ ყოფილა გარდა ამ აბზაცისა:. “ბიზნეს-რეზონანსი" წინა კვირას ირანელი გიდებისგან მათ მიერვე ჩამოყვანილი ირანელი ტურისტებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე წერდა, რამდენიმე დღის წინ კი ირანელების გადაღებული ვიდეოკლიპიც გავრცელდა, სადაც თბილისზე, როგორც თავიანთ ქალაქზე, ისე მღეროდნენ და მის დაბრუნებას ითხოვდნენ. ისინი განსაკუთრებით "გურჯი ხათუნების" დაკარგვას მისტიროდნენ”.
გარდა ამისა, მასალაში ერთ-ერთი რესპონდენტი საქართველოში უმუშევრობას ფაქტობრივად უცხოელ გიდებს აბრალებდა და აღნიშნავდა, რომ ისინი საქმდებიან ადგილობრივების ნაცვლად.
“საქართველოში არის უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე და უცხოელი გიდების მასობრივი დასაქმებით პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება. ასეთ ფონზე არ არის ნორმალური, დავასაქმოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თანაც - ასეთი აგდებული დამოკიდებულების შემდეგ, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ისტორიასა და კულტურას”, - რესპონდენტის ამ მოსაზრების ალტერნატიული აზრი სტატიაში აღარ განვითარებულა.
ორივე მასალის ავტორად ერთი და იგივე ჟურნალისტია მითითებული და ორივე შემთხვევაში ნაცვლად იმისა, რომ მკითხველისთვის გადამოწმებული, ფაქტები და შესაბამის საკითხზე კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების კომენტარები შეეთავაზებინა, მასალაში მხოლოდ ტურიზმის ექსპერტის სტატუსით ჩაწერილი რამდენიმე ადამიანის კომენტარია მოცემული
ანტიმუსლიმური განწყობები
“რეზონანსმა” 29 ივლისს “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარეზე, ტარიელ ნაკაიძეზე რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა, რომელიც როგორც ნაკაიძეს, ასევე მუსლიმ თემს არასწორი ინტერპრეტაციის გამო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა.
ერთ-ერთი მასალა, რომელსაც “თუ დაგვჭირდება, მესამე მეჩეთსაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც - ფეხებზე მკიდიხართ” ერქვა, ნაკაიძის ფეისბუკში გამოქვეყნებულ სტატუსზე დაყრდნობით მომზადდა. სტატუსი, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გავრცელებულ განცხადების გამოხმაურება უნდა იყოს, სადაც ის ამბობდა, რომ ბათუმში მეჩეთი მხოლოდ ქართული ფულით უნდა აშენდეს. ამ სტატუსში ნაკაიძე, სავარაუდოდ, რიჟვაძეს მიმართავდა, რომ “ფეხებზე ეკიდა” მისი გადაწყვეტილებები და მეჩეთს მალე ააშენებდნენ.
იმის მიუხედავად, რომ “ფეხებზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები” დიდი ალბათობით, მხოლოდ აჭარის მთავრობის განცხადებას შეეხებოდა, “რეზონანსმა” სათაურში სიტყვების ფორმულირება შეცვალა და დაწერა “ფეხებზე მკიდიხართ”, რაც მკითხველისთვის შესაძლოა ტოვებდეს განცდას, რომ ნაკაიძე ყველას მიმართავს. ნაკაიძის სტატუსი ყოველგვარი კონტექსტის და დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნდა
ამავე დღეს, 29 ივლისს “რეზონანსმა” ნაკაიძის განცხადების შეფასების შესახებ პარტია “ემსახურე საქართველოს” ლიდერის, მურმან დუმბაძის კომენტარზე მასალა მოამზადა. დუმბაძე ამბობდა, რომ ნაკაიძეს მეჩეთის მშენებლობით პოლიტიკაში უნდოდა შესვლა. „მეჩეთი, ისევე როგორც ეკლესია, არის საინჟინრო ნაგებობა. მეჩეთის მშენებლობის საკითხი აღმსარებლობის თავისუფლებასთან კავშირში არ არის. არის ბათუმში მეჩეთი, რომელიც ფუნქციონირებს და არავითარი პრობლემას არ ქმნის“, - თქვა დუმბაძემ “რეზონანსთან” საუბრისას. მასალაში არ ისმის ალტერნატიული აზრი, მით უფრო, რომ საკითხი სენსიტიურია და შესაძლოა, მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები შექმნას. გარდა ამისა, მასალაში არ არის აღნიშნული, რომ მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის აშენებას რამდენიმე წელია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
მარიხუანის წინააღმდეგ
კამპანია
მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება ლეგალურად მიიჩნია, “რეზონანსის” ვებგვერდზე არაერთი ნეგატიური შინაარსის მასალა გამოქვეყნდა. 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში 25-ზე მეტი სტატია იძებნება. მასალების მცირე ნაწილი საინფორმაციო შინაარსისაა, ნაწილი კი უარყოფითი შეფასებები, სხვადასხვა პირის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებია.
მაგალითად, უცვლელად გამოქვეყნდა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსი, რომელშიც ის ამბობდა, რომ დავკარგავთ მომავალ თაობას, რადგანაც “მძიმე ნარკოტიკების მიღებამდე ნარკომანები სწორედ მარიხუანას კოლეჯს ამთავრებენ ჯერ”. მოქმედი პარლამენტარი, აკაკი ზოიძე კი ამბობდა, რომ მარიხუანის მოხმარების დროს 7-ჯერ იზრდება ადამიანის ფსიქოზური მდგაომრეობა. არცერთ ამ მასალაში წარმოდგენილი არ იყო ალტერნატიული აზრი.
იყო შემთხვევა, როცა მასალა მანიპულაციური სათაურით გამოაქვეყნა, რომელიც რესპონდენტის აზრისგან განსხვავდებოდა. 31 ივლისს მომზადებული მასალა სათაურით: "საპატრიარქო მარიხუანას შემდეგ კოკაინის და ჰეროინის ლეგალიზებას ელოდება" რესპონდენტის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემული კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია იყო. “იმედთან” მიცემულ კომენტარში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება “ერის ღალატის ტოლფასია” და “უარესსაც” ელოდებიან. “რეზონანსმა” კი დაწერა: “კანაფის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქო კოკაინის ლეგალიზებას ელოდება. პირველი კომენტარი საპატრიარქოს სახელით მამა ანდრიამ გააკეთა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს, რადგან შესაძლოა მალე მოწევა სავალდებულოც კი გახდეს. მამა ანდრიას თქმით, 4 მოსამართლე ვერ უნდა წყვეტდეს "ოთხი მილიონი ადამიანის ბედს” .
მასალის შინაარსისგან განსხვავებული სათაურები
19 ივლისს “რეზონანსმა” პრეზიდენტის სასახლეზე, შენობაზე, რომელიც
თვეების განმავლობაში მმართველი პარტიისა და პრეზიდენტს შორის
უთანხმოების მიზეზი იყო, მასალა მოამზადა. სტატიას “ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ
შევა” ერქვა. მასალაში მხოლოდ სამ რესპონდენტს სთხოვეს გამოეთქვათ
მოსაზრება შევა თუ არა სასახლეში ახალი პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა,
რომ არავის მტკიცებით ფორმაში არ გამოუთქვამს აზრი, სათაურში მაინც
დადასტურებულ ფაქტად შესთავაზეს მკითხველს.კიდევ ერთი საკითხი, რაზეც “რეზონანსის” მიერ დარქმეული სათაური და მასალის შინაარსი ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყო აშშ-ს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის ხადის ხეობაში მოკვლის საქმე იყო.
22 ივლისს “რეზონანსზე” მასალა გამოქვეყნდა სათაურით: „ექსპერტები გაოგნებულები იყვნენ, ბავშვის თავის ქალა თითქმის არ არსებობს – ლორა სმიტი გაუპატიურებულია“ . ტექსტი ეფუძნებოდა“კვირის პალიტრის” სანდო წყაროს და თან ერთვოდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მანამდე გასაჯაროვდა. ექსპერტიზის დასკვნაში არაფერი ეწერა გაუპატიურებაზე, თუმცა აღნიშნული იყო, რომ საქმზე ბრალდებულის დნმ აღმოჩენილი იყო გარდაცვლილი ლორა სმიტის სხეულში. ეს გარემოება სექსუალურ კავშირზე მიანიშნებდა. გარდა ამისა, გამოცემამ სათაურად გამოიტანა ბრჭყალებში ჩასმული წინადადება („ექსპერტები გაოგნენულები იყვნენ, ბავშვის თავის ქალა თითქმის არ არსებობს”), რაც ტოვებდა მოლოდინს, რომ მსგავსი შინაარსის აზრს ამოიკითხავდა მასალაშიც. თუმცა მასალის სრულად გაცნობის შემთხვევაშიც კი, მკითხველი ვერ შეიტყობდა ვისი ციტატაა გამოტანილი სათაურად.
ამავე საკითხზე კიდევ ერთი მასალა და ისევ იმავე წყაროზე დაყრდნობით 23 ივლისსაც მომზადდა. მასალას "ჯერ სექსუალურად იძალადა, მერე კი წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო" - კობაურმა დანაშაული აღიარა” ერქვა.
სათაურში მტკიცებით ფორმაში ეწერა, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მასალაში “აღიარება” საერთოდ არ იყო ნახსენები. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, საქმზე ბრალდებულმა დანაშაული დაკავების დროს აღიარა, თუმცა მას მერე ყველა სასამართლო სხდომაზე ისიც და მისი უფლებადამცველებიც ამას არ ადასტურებენ.
სავარაუდოდ სარეკლამო შინაარსის მასალები
შესაბამისი აღნიშვნის გარეშე
24 ივლისს “რეზონანსის” ვებგვერდზე RMG -
გოლდის დირექტორთან, ჯონი შუბითიძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა სათაურით
"არემჯი" გარემოსდაცვით პროგრამაზე 2020 წლის ბოლომდე
30 მილიონ ლარს დახარჯავს".ამ კომპანიის მიმართ მუდმივად ისმის კრიტიკა ბუნების დაბინძურებასთან დაკავშირებით, მასალა კი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ამ კრტიკის ფონზე კომპანიის საქმიანობის დადებითაც წარმოჩენა იყო მიზანი.

13.08.2018